Search

Microsoft-მა Skype-ის Web ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყო

sfw1

Microsoft-მა Skype for Web – ბრაუზერზე დაფუძნებული VOIP სერვისის ვერსია წარმოადგინა. ახლა მისი ბეტა ტესტირება მიმდინარეობს და როგორც მისი დესკტოპ ვერსია, ვიდეო, აუდიო და ტექსტური შეტყობინებების სერვისს გვთავაზობს. ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია Chrome და Firefox-ზე Windows-ში და Safari-ზე OS X-ში.

იმისათვის, რომ გამოიყენოთ Skype for Web-ის ბეტა თქვენ უნდა გადმოტვირთოთ სპეციალური დამატება, რომელიც Microsoft-ის გეგმების თანახმად მომავალში საჭირო არ იქნება. როგორც ცნობილი გახდა ბეტა ტესტირების სტადიაზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მათ შორისაა აკუმლატორის ზედემტი მოხმარება და ვიდეო ზარის განხორციელებას ჩვეულებრივზე მეტი დრო ჭირდება.

მოსაწვევები ბეტა ტესტირებისთვის შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიცემა. ზოგიერთმა ახალმა  და მიმდინარე მომხმარებლებმა უკვე მიიღეს მიწვევა. იმისთვის, რომ შეამოწმოთ თქვენი სტატუსი შედით თქვენი ანგარიშით Skype-ის ვებ-საიტზე.

წყარო: Skype