თქვენი Google-ის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი საშუალებით ძალიან ბევრ სერვისზე გაქვთ წვდომა და მისი სხვა ადამიანის ხელში მოხვედრა ნამდვილად დიდი უსიამოვნება იქნება. ამიტომაც კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ორ-საფეხურიანი აუტენტიფიკაცია. ამ გზით, თუ თქვენს პაროლს მოიპარავენ, ბოროტმოქმედები თქვენს ანგარიშზე მაინც ვერ მიიღებენ წვდომას. მეორე ნაბიჯი უმრავლესობისთვის და ჩემთვის არის Google Authenticator აპლიკაცია, მაგრამ Google-მა ჩვენ სხვა მეთოდიც მოგვცა: U2F Security Key.
პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება USB გასაღები და სამწუხაროდ ეს არ არის ჩვეულებრივი გასაღები. თუნდაც თქვენ გქონდეთ მთელი უჯრა მიტოვებული USB ფლეშკებით, მაინც დაგჭირდებათ ისეთი, რომელსაც აქვს U2F-მხარდაჭერა. ახლა კი ჩვენს ყურადღებას შევაჩერებთ Yubico FIDO U2F Security Key-ზე, რომელიც Amazon-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა შესაძლებელია სხვა მწარმოებლის გასაღებიც გამოგადგეთ. ეს არის პაწია, გასაღები მოთავსებული თხელი პლასტმასის შიგნით და პატარა ბარათი სადაც წერია, რომ მიმართოთ მწარმოებლის ვებ-გვერდს სადაც შეძლებთ კონფიგურაციის პროცესის დაწყებას. ეს არის ადგილი სადაც არის მოთავსებული დოკუმენტაცია და ვიდეოებიც კი ინსტრუქციებით.
იმისთვის, რომ გადააბათ თქვენი Google-ის ანგარიში გასაღებს, შედით Security Settings-ში. მოძებნეთ იქ 2-საფეხურიანი (2-step) პარამეტრები, დააკვირდით ბოლო ჩანართს სადაც არის Security Keys. მას შემდეგ რაც თქვენი გასაღები გამოჩნდება თქვენ შეძლებთ მის გადაბმას.
ეკრანზე გამოსახული ინსტრუქციების მიხედვით ძალიან ავილია ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. თქვენ იწყებთ მოხსნილი გასაღებით. დააჭერთ “Register”-ღილაკს ეკრანზე, შემდეგ შეაერთებთ გასაღებს და თუ თქვენ გასაღებს აქვს ღილაკი დააჭირეთ მას და არ აუშვად სადამ “Register” ღილაკი არ გამწვანდება და “Done” ღილაკი არ გახდება დაჭერადი.
რეგისტრაცია დასრულდა და უკვე შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილას სადაც თქვენი ანგარიშით სარგებლობა იქნება საჭირო. გასაღები საკმაოდ მყარი პლასტმასისაა და ის თითქმის ყველა სიტუაციაში საიმედოდ შეიძლება ჩაითვალოს და თქვენს საფულეში, გასაღებების აწმაზე თუ ჯიბეში მისი შენახვა პრობლემას არ წარმოადგენს საერთოდ.
კიდევ ერთი დადებითი რაც USB გასაღებებს აქვს ეს არის მათი რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ ერთი მათგანი გადასცეთ თქვენს ახლობლებს ან სანდო პირებს და თუ თქვენ რამე შეგემთხვევათ თქვენი მონაცემები საიმედო ხელში აღმოჩნდება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სარეზერვო გასაღები და თუ თქვენ დაკარგეთ ყველა ეგზემპლარი, თქვენს ანგარიშზე წვდომას მაინც უპრობლემოდ მიიღებთ Google Authenticator-ის, SMS კოდებისა და ბექაფ კოდების საშუალებით, რომელიც ასევე აქტიური დარჩება მიუხედავად ამ მეთოდისა.