ბოლო დროს იზრდება ინტერესი ავტომობილების მიმართ, რომლებიც ელექტრო ძრავებითაა აღჭურვილი. ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს დანახარჯები საწვავზე და შემცირდეს მავნე გამონაბოლქვი ატმოსფეროში. სანამ Tesla ახალი ავტომობილების გამოშვებითაა დაკავებული, ხოლო BMW ავითარებს ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურას, სხვა კომპანიები ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე მუშაობენ, რომლებიც სინთეტიკური საწვავის მასიურ გამოყენებაში დანერგვაზე მუშაობენ.
გერმანულმა კომპანიმ Sunfire GmbH-მა წარმოადგია გადაწყვეტილება სახელწოდებით Power-to-Liquid (ენერგია სითხეში), რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ სინთეტური საწვავი სუფთა წარმოებით. დანადგარი საშუალებას იძლევა წყალი (H2O) გარდავქმნათ ნახშირორჟანგად (CO2) თხევად ნახშირწყალბადებში, როგორიცაა სინთეტური მაღალხარისხიანი ბენზინი, დიზელის საწვავი და კეროსინი.
მეთოდიკა ეფუძნება ფიშერ-ტროპშის მეთოდსა და მყადი დოოქსიდის ელექტროლიზთან. ელექტროლიზერი გამოიყენება ელექტრო ენერგიის გარდასაქმნელად ისეთი განახლებადი წყაროებიდან, როგორიცაა ქარი და მზის სხივების ორთქლად გადასაქცევად. ჟანგბადი გამოიდევნება ორთქლიდან და მიიღება წყალბადი.
შემდეგ ეტაპზე მიღებული წყალბადი გამოიყენება ნახშირორჟაგად გადაქვეისთბის, რომელიც გროვდება ატმოსფეროდან ან სხვა წყაროებიდან და გარდაიქმნება CO-ში. მიღებული წყალბადი და ნახშირჟანგი სინთეზირდება საწვავად, რომელიც ფიშერ-ტროპშის მეთოდით ხორციელდება. გამოყოფილი სითბო, რომელსაც დანადგარი ამ პროცესში გამოიმუშავებს, გამოიყენება ორთქლის მისაღებად და პროცესი თვიდან იწყება. Sunfire აცხადებს, რომ დანადგარი 70%-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტით მუშაობს.
არსებული დანადგარი არის სადემონსტრაციო ეგზემპარი, თუმცა მისი პოტენციალი შეადგენს ერთ ბარელამდე საწვავს დღეში. კომპანია არ ავრცელებს დახარჯულ თანხებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული მანქანის შემუშავება და შექმნა 7-ნიშნა თანხა დაუჯდათ.
ეს მოწყობილობა არის იმის დასრური, რომ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება საწარმოო მასშტაბებშიც. რჩება გაურკვეველი რამეც, რამდენად იქნება მომგებინი ამ დანადგარის გამოყენება კლასიკური ნავთობმომპოვებელი სისტემების სანაცვლოდ და რამდენად გაიაფდება მისი დანერგვა მომავალში.