გამოვიდა Lollipop 5.0.1 განახლება Nexus გაჯეტებისთვის

Google-მა Lollipop-ის ახალი ანაწყობი გამოუშვა Android Open Source Project-ის ფარგლებში. Android 5.0.1 რელიზი 1 LRX22C სახელით გახდა ხელმისაწვდომი. ამ ვერსიაში არ არის მნიშვნელოვანი განახლებები და უმთავრესად სტაბილურობის და მცირე შეცდომების გასწორება განხორციელდა. მათთვის ვისაც ავტომატური განახლების მიღებამდე უნდა ახალ ვერსიაზე გადასვლა შეგიძლიათ გადმოწეროთ ქარხნული იმიჯები Nexus მოწყობილობებისკენ. Google Nexus Factory Images
Bluetooth 4.2

Bluetooth დიდი განახლებისთვის ემზადება. ორგანიზაციამ, რომელიც მისი სპეციფიკაციების მომზადებას უზურნველყოფს დაანონსა პროტოკოლის 4.2 ვერსია სადაც უფრო მეტი ფუნქციონალი იქნება: სწრაფი შეერთება, მეტი პრივატულობის კონტროლი და უკეთესი შეერთება ინტერნეტთან. Bluetooth დღეს ძალიან ფართოდ გამოიყენება მობილურ გაჯეტებში და არა მარტო. ხშირ შემთხვევაში ამ პროტოკოლს იყენებენ ჰაკერული შეტევების განხორციელებისათვის და ამ მხრივადაც საინტერესო იქნება პროტოკოლის შემდეგი განვითარება. […]
2014 წლის 27 ტოპ GoPro ვიდეო

GoPro-ს პატარა და მრავალფეროვანმა კამერებმა დაიმსახურა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა სიყვარული; ასევე, ის გამოიყენება სხვადასხვა აქტივობებში – მაგალითად, სელფის მოყვარულებისთვისაც იდეალური აღმოჩნდა. გთავაზობთ, GoPro კამერით გადაღებულ 2014 წლის საუკეთესო ვიდეოებს. 1. საქორწინო გადაღებები 2. ირმის გადარჩენა 3. 3-წლიანი სელფი 4. ღორის სეფინგი 5. ვულკან-ში 6. ბანან-სელფი 7. ქურდობის მცდელობა […]
Tumblr-მა დაამატა ყიდვის ღილაკი

Tumblr-ზე მომხმარებლები Gif-ებისა და გულისამაჩუყებელი ისტორიების გარდა საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებსაც არეკლამებენ. ეს იხ მომხმარებლები არიან, რომლებიც Tumblr-ის ამ ახალი განახლებისგან ყველაზე მეტ ბენეფიტს მიიღებენ, რადგან საიტი ავტომატურად დაამატებს ყიდვის ღილაკს. თუ რაიმე მოგეწონება Etsy, Artsy, Kickstarter ან DoSomething-ზე, დაპოსტე ის Tumblr-ზე და დანარჩენს ახალი განახლება გააკეთებს.
Firefox – მალე iOS პლატფორმისთვის გამოვა

ძალიან დიდი ხანია Apple არ აძლევს Firefox-ს გამოვიდეს iOS აპლიკაციით, რადგანაც ის იყენებს საკუთარ ვებ-ძრავას, თუმცა Chrome-ის მსგავსად ის შეიძლება მაინც გამოვიდეს Apple-ის მოწყობილობებისათვის. Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯონათან ნაითინგელმა თქვა: “ჩვენ გვინდა ვიყოთ იქ სადაც ჩენი მოხმარებლები არიან. ამიტომაც ჩვენ გამოვუშვებთ Firefox-ს iOS-ზე” გაურკვეველია თუ როგორ მოხდება ეს, რადგანაც Apple არ გეგმავს თავისი პოლიტიკის შეცვლას, […]
Google Drive-ის ახალი შესაძლებლობა

Google Docs-ის მომხმარებლებს ხშირად უწევს სხვადასხვა ფორმატის ფაილებთან მუშაობა. Google ცდილობს მუშაობის პროცესი გაამარტივოს განახლებების საშუალებით. ამიერიდან, Google Drive მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Gmail-ში დანართების სახით მიღებული ფაილები ადგილზევე დააფორმატონ. ზოგჯერ კი, მომხმარებლები საჭიროების წინაშე დგებიან დაფორმატების გარეშე გახსნან და ცვლილებები შეიტანონ Office-ის ფაილში. ამ მდგომარეობაში აღმოჩენილებს დაგვეხმარება Chrome-ის გაფართოება . დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ Google-ის […]
ოფიციალური Ubuntu 14.10 ‘Utopic Unicorn’ მაისურები

Canonical-ის მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდა Ubuntu 14.10 Utopic Unicorn-ის მაისურები: მამაკაცებისთვის მუქი ლურჯი და ქალებისთვის “ცხელი” ვარდისფერი. თითოეული მაისური დამშვენებულია ‘Utopic Unicorn’-ის ემბლემით – დიზაინი ეკუთვნის Canonical-ს. მაისურის უკანა მხარეს არის Ubuntu-ს ლოგოტიპი და წარწერა: “Utopic Unicorn 14.10“. მაისურის ფასია 11 ევრო დიდ ბრიტანეთში, 17,45 დოლარი აშშ-ში, 13,42 ევრო ევროპაში. წინა წლებთან შედარებით ცოტათი ძვირია. იყიდე მამაკაცის Ubuntu […]