გამოვიდა Evolve OS-ის გაუმჯობესებული Budgie Desktop.
Budgie v8
ცვლილებები მენიუში
Budgie Menu შედარებით ვიწრო მენიუს იყენებს დეფოლტად. ეს მენიუ აპლიკაციებს ანაწილებს კატეგორიებში, თუმცა წინანდელთან შედარებით ეს არ ხდება სახელის მიხედვით: აპლიკაციები ხშირად გამოყენებადობის მიხედვით სორტირდება. ამგვარი სორტირება უზრუნველყოფს ნაკლები დროის დახარჯვას სასურველი აპლიკაციის ჩასართავად. წინანდელი, ორპანელიანი მოწყობა კვლავაც ხელმისაწვდომი რჩება (მენიუ აპლეტებზე მარჯვენა კლიკი > Preferences).
ცვლილებები პანელზე
Budgie-ს პანელი გამოირჩევა ცვლილებებითა და დანამატებით ფუნქციონალში:
- პანელის ავტომატური დამალვა (არასავალდებულო)
- Quicklist მხარდაჭერა
- თემის ჩაბნელების მხარდაჭერა
- აპლიკაციის მიპინვის საშუალება
- აპლიკაციის ძიება შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვებით
- ძველი სკოლის ‘Menu Bar’ აპლეტები (არასავალდებულო)
სხვა ცვლილებები
მხარდაჭერილია GNOME 3.10 და შემდეგი რელიზები; გაუმჯობესებულია ანიმაციები, როდესაც ცვლი ვოლფეიფერს; განსაკუთრებულად გაუმჯობესებულია run-ის დიზაინი.
დააინსტალირე Budgie Desktop
Budgie 0.8, როგორც მისი წინა რელიზები, შესაძლებელია დააინსტალირო Ubuntu 14.04 LTS და Ubuntu 14.10-ზე. დესკტოპი შესაძლებელია დააინსტალირო Unity, GNOME Shell და Cinnamon-ის გვერდით.
ინსტალაციისთვის გახსენით ტერმინალი და შეიყვეთ ქვემოთ მოცემული ბრძანებები. საჭიროებისას შეიყვანეთ თქვენი პაროლი.
sudo add-apt-repository ppa:evolve-os/ppa
sudo apt-get update && sudo apt-get install budgie-desktop
ინსტალაციის შემდეგ საჭიროა გამოხვიდეთ Unity-დან (ან იმ დესკტოპიდან, რომელსაც იყენებთ). შემდეგი სესიის გასახსენელად კი დააკლიკეთ Ubuntu-ს ლოგოს და აირჩიეთ Budgie.