Search

Google-ის End-to-End ელ-ფოსტის დაშიფრვა მალე გამოვა

google_tls_landing_hero

ნახევარ წელზე მეტია რაც Google-მა დააანონსა, რომ ის მუშაობს ელ-ფოსტის დაშიფრვის პლაგინზე Chrome-თვის, რომელიც ძალიან გაამარტივებს ყველასთვის მათი კორესპოდენციების დაშიფრვას და დღეს ეს პროდუქტი თითქმის მზადაა.

რა თქმა უნდა რელიზამდე ჯერ კიდევ დარჩა დრო მაგრამ Google-მა უკვე მათი ინსტრუმენტი GitHub-ზე განათავსა დეველოპერების ფართო მასების ჩართვის მიზნით, რომ ის უფრო უსაფრთხო გახადოს. ასევე მათ გამოაქვეყნეს მოსაზრებები თუ როგორ უნდა იმუშაოს სერვისმა.

ელ-ფოსტის დაშიფრვა არ არის მარტივი ოპერაცია. საჯარო გასაღებით კრიპტოგრაფია არც ისე მარტივია და ბევრს უჭირს პრინციპების გაგება, რაც უმთავრესია ამ მეთოდის გამოყენებისას. Chrome-ის პლაგინი ამ პროცესს გაამარტივებს და მომხამრებლისთვის უფრო მარტივს და მისაღებს გახდის უსაფრთხო მიმოწერებს.

სანამ End-to-End ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია Google-მა გააზიარა მისი გეგმები და მიდგომები, თუ როგორ აპირებს ის ამ სერვისსი გამარტივებას. Google-ს ექნება თავისი გასაღბების სერვერი, მაგ. უმრავლესობა OpenPGP-ზე დაფუძნებული სერვერები იყენებენ ვებ დამოწმებას, რომ ეს გასაღები მართლა ეკუთვნის მის მფლობელს. “ეს საკმაოდ რთული პროცესია და ბევრ ძალისხმევას მოთხოვს მომხმარებლისგან, და საკმაოდ ძნელია საშუალო არითმეტიკული მომხმარებლისთვის”- წერს Google-ის End-to-End გუნდი.

მათი გასაღებების სერვერით Google უფრო ცენტრალიზებულ მიდგომას გვთავაზობს. მომხმარებლების საჯარო გასაღებები ავტომატურად დარეგისტრირდება სერვერზე და გამოქვეყდენბა კატალოგში. როცა ვინმე გადაწყვეტს გამოგიგზავნოთ დაშიფრული წერილი სხვა მომხმარებელს სისიტემა შეამოწმებს გასაღებების კატალოგს სწორი გასაღების არსებობაზე და დაშიფრავს მას.

პლაგინის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვა ვებ-აპლიკაციების დაცვა. ეს ძალინა კარგია რადგანაც მხოლოდ Gmail-ის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი და შესაძლოა მისით მოკლე შეტყობინებების სერვისებმაც ისარგებლონ. ფიქსირდება Yahoo-ს მოაწილეობაც და შესაძლოა სხვა კომპანებმაც დანერგონ ეს სერვისი თავიანთ პროდუქტებში.

Google ამბობს, რომ ის არ გამოაქვეყენბს პროდუქტის ალფა ვერსიას სანამ არ გადაწყვეტს გამოყენების პრობლემებს გასაღებების დისტრიბუციასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც ჩანს ის მომავალი წლის განმავლობაში გამოვა ფართო მასებისთვის.