ჩვენი აუდიო-ვიდეო პოდკასტის მორიგი გამოშვება მზადაა. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ ბრაუზერის ახალ ვერსიაზე, სმარტფონების შექმნისა და ექსპლუატაციის პრიციპულად ახალ მოდელზე და „ლურჯკბილა“ პროტოკოლის ახალ ვერსიაზე. მაშ ასე, რა იყო ამ კვირის საინტერესო თემები:
თუმცა ჩამოთვლილი თემების გარდა, ჩვენ გადავწვდით „ბებერ ევროპას“, ბრიტანულ სნობიზმს, ევროპულ „ჩახავსებულ“ კინოს და სხვა არაგიკურ თემებსაც. აქვე შეგახსენებთ, რომ გადაცემის წამყვანთა აზრი ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავდება 🙂
ჩვენი გადაცემა იწერება ყოველ პარასკევს, თუმცა მიმდინარე გამოშვების ჩაწერა ერთი დღის დაგვიანებით მოხდა. აუდო ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია როგორც უშუალოდ სტატიაში, ასევე iTunes-ის პოდკასტების სექციაში: TechnoLOGIC — ყოველკვირეული პოდკასტი.
Podcast: Play in new window | Download (93.6MB)