
ამჯერად კომპანიის მობილური საოპერაციო სისტემა გახდა სასამართლო გარჩევის საგანი სადაც საუბარია iOS 8-ის მიერ საგრძნობლად მეტი ადგილის დაკავების შესახებ მხარადჭერილ მოწყობილობებზე. ეს პრობლემა თავს იჩენს 8 და 16 გიგაბაიტიან გაჯეტებზე, რომლებასც არ აქვს საკმარის ადგილი ამ განახლებისთვის ან ამ გახალების მერე მასზე თითქმის არ რჩება ადგილი აპლიკაციებისა და მომხმარებლის კონტენტისთვის.
გამოთვლების თანახმად 18.1 პროცენტზე მეტი ადგილი საოპერაციო სისტემას მიაქვს iPhone 5S-ის 16 გიგაბაიტიან მოდელში. iPhone 6-ში ეს 20.6 პროცენტამდე იზრდება. დავის საგანი არის ის, რომ მომხამრებლებისთვის მოულოდნელია ამხელა ადგილის დაკავება საოპერაციო სისტემის მიერ რაც დაახლოებით 500 მაღალი ხარისხის ფოტოს უტოლდება.
Apple-ს ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მსგავსი სვლა მსისი მხრიდან მომხამრებლების ღრუბლოვანი სივრცით სარგებლობისკენ იძულებაა სადაც 5 გიგაბაიტია მხოლოდ უფასო და უფრო მეტი ადგილისთვის ყოველთვიური გადასახადია დაწესებული.
საქმე იმაზეც აპელირებს, რომ ამით ირღვევა კალიფორნიის თანაბარი შეჯიბრის შესახებ კანონი, ცრუ რეკლამის შესახებ კანონი და მოხამრებლების უფლებების დაცვის შესახებ კანონი. მომჩივანთა მთავარი მოთხოვნაა Apple-მა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია დაზარალებულ მომხმარებლებს და გაუშვას კორექტირებული შეტყობინებების კამპანია მომავალი მომხმარებლებისათვის.
