ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ CES წელს განსაკუთრებულად მოსაწყენი იყო; ზოგმა კი თქვა რომ ის არასდროსაა საინტერესო. ნებისმიერ შემთხვევაში, გადახედეთ წამოდგენილ გაჯეტებს და ნახავთ, რომ ისინი არ იყვნენ მართალი.
Adidas Smart Ball
რომელი გაჯეტი არ შეუქმნიათ ჭკვიანი? ამ ბურთის შემხედვარი მიხვდებით, რომ მალე “არაჭკვიანი” გაჯეტი არ იარსებებს.
ამ “ჭკვიან ბურთს” შეუძლია გამოთვალოს სისწრაფე, როტაცია, ტრაექტორული ვარდნა და ეს ინფორმაცია გადასცეს თქვენს სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით.
Edyn Garden Sensor and Water Valve
ამ მოწყობილობის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ბაღის მდგომარეობა. სპეციალური სენსორები ადგენენ ნიადაგის მდგომარებას და გაწვდიან სმარტფონზე შესაბამის რეკომენდაციებს.
Pioneer Elite SC-89
რესივერი, რომელიც ყველაზე თანამედროვე აუდიოტექნოლოგიას წარმოადგენს და აქვს Dolby Atmos-ის მხარდაჭერა.
Estelon Extreme
ეს მოწყობილობები იძლევიან ძალიან ხარისხიან ცოცხალ ხმას, რომლის საშუალებითაც იქმნება შეგრძნება თითქოს მოქმედების ადგილას იმყოფებით და არა საწოლში უსმნენთ მუსიკას :დ
Philips Fidelio B5
უკაბელო აუდიოსისტემა სახლის კინოთეატრისთვის.
Fuel3D Scanner
სკანერი 3D ნამუშევართან შემდომი სამუშაოების განსახორციელებლად. ფასეული ნივთი მულტიპლიტატორებისა და დიზაინერებისთვის.
iCam HD Pro
კამერა მოძრაობს 360 გრადუსით, საშუალებას იძლევა აკონტროლოთ ყველაფერი საუთარ სახლში. გამოსახულების ტრანსლაცია ხდება FHD ხარისხში.
iHealth Align
გლუკომეტრი, რომელიც 3,5მმ-იანი კონეკტორით უერთდება თქვენს სმარტფონს და გაჩვენებთ ტესტის შედეგებს.
Noke
პატარა ბოქლომი, რომლის გახსნაც შესაძლებელია მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით. აქვს Bluetooth.
Powered by InfoMotion software suite
აპლიკაცია კალათბურთელებისთვის, რომელიც ანალიზირებას ახდებს მათი აქტივობის და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს.
Qualcomm® WiPower ™
უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დავტენოთ პირდაპირ მაგიდაზე ან სხვა მყარ ზედაპირზე. პრინციპში საინტერესოდ გამოიყურება: შედიხართ კაფეშ, დებთ ტელეფონს სპეციალურად დამუხტვისთვის განკუთვნილ ზონაში ტელეფონს და აგრძელებთ საუბარს. წავიდა ტეხნიკა წინ
Samsung 105-inch UN105S9B
პირველი 105 დიუმიანი ტელევიზორი Samsung-ისგან , თანაფარდობით 21:9-ზე, მოქნილი ეკრანით. 105 დიუმი უუჰ ^_^ შემიძლია წარმოვიდგინო რა მაგარია ამხელა ეკრანზე ფილმების ყურება და საფულეში ჩახედვა..
Snap
LED განათება ჩაშენებული ვიდეო თვალით. კიდევ ერთი მოწყობილობა ჭკვიანი სახლისთვის.
Sproutling Baby Monitor
სენსორი რომელიც “აკვირდება” თქვენს ბავშვს.. ადგენს მისი ძილის გრაფიკს მიღებული ინფორმაციის საშუალებით.
Swiftpoint GT
ტრადიციული მაუსი, რომელსაც აქვს მულტი ჟესტების მხარდაჭერა. სადღაც უკვე ვნახე..
The Dash
სრულიად უკაბელო ყურსასმენი-წვეთები.
Whirlpool® HybridCare™ clothes dryer with Hybrid Heat Pump technology
თუ სწორად გავიგე, ეს სარეცხი მანქანა იყენებს ენერგიას, რომელსაც გამოყოფს რეცხვის დროს, რაც შესაბამისად განაპირობებს ელეტროენერგიის ნაკლებ ხარჯვას. საქმე ისაა, რამდენად ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას და რამდენად ძვირი ეღირება.
ZUtA Pocket Printer
პრინტერი, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით. ამოიღებთ, დადებთ ქაღალდზე და საჭირო გამოსახულებას ქმნის მელნით.




















„დიუმიანი“ არ არის, დუიმიანია. 🙂