Search

Google-ის კვარტალურმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა ექსპერტებს იმედები გაუცრუა

Q4-2014-Earnings-Call-1024x578
Google-მა გამოაქვეყნა  2014 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. ჯამური შემოსავალი 18,1 მილიარდი დოლარი რაც 1,24 მილიარდით მეტია 213 წლის იგივე პერიოდის შედეგებზე. სუფთა მოგებამ 40%-ზე მეტი შეადგინა და ის 4,76 მილიარდი დოლარია. Google-ის ინვესტორები ერთ აქციაზე 6,88 დოლარს მიიღებენ დივიდენდის სახით.
უოლ-სტრიტელი ანალიტიკოსები მეტს მოელოდნენ Google-ისგან. ერთი შეხედვით შედეგები ცუდი არ არის, Google-ს თუ დავუჯერებთ გასულ თვეებში დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა, რის გამოც შტატების გარეთ პროდუქტების ფასებმა მოიმატა, რამაც შემოსავლები შეამცირა.
goog
უმთავრესი შემოსავალი კომპანიას რეკლამამ მოუტანა, მასზე მთლი ფული 89% მოდის – 12,43 მილიარდი დოლარის ოდენობით საკუთარი საიტებიდან და 3,72 მილიარდი პარტნიორებისგან. ვირტუალური  ზრდამ 19 პროცენტი შეადგინა და 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა – ყველაზე დიდი წილი აქ PlayStore-ს მიუძღვის.
Chromecast სტრიმერი 2014 წელს შტატებში ყველაზე გაყიდვადი ვიდეო მოწყობილობა გახდა, რითაც გაასწრო კონკურენტების პროდუქტებს, როგორიცაა Apple TV და Amazon Fire TV. ასევე მნიშვნელოვანი როლი ამაში გაჯეტის ფასმა – 35 დოლარამა ითამაშა, რომელიც გარკვეულ პერიოდებში უფრო ნაკლებიც იყო.
Google-ს მოუწია ძალიან შეეზღუდა Nexus 6-ის 64 გიგაბაიტიანი მოდლის გაყიდვები, რომელის პოვნა ძალიან გართულდა მაღაზიებში. ამის მიზაეზად მაკოპლექტებელი ნაწილების დეფიციტი სახელდება.
მთლი 2014 წლის განმავლობაში კომპანიამ მიიღო 66 მილიარდი დოლარი, რაც 19%-ით მეტია 2013 წლის მონაცემებზე.
კომპნიის ზოგიერთი მიმართულებ მაგ. Android ანგარიშში არ მოიხსენიება, რამდენადც ის არ არის პირდაპირ კომერციული პროდუქტი.