Search

Huawei Ascend P8 15 აპრილს ლონდონში გამოვა

Huawei-Ascend-P8
ბევრი არაა ცნობილი Huawei-ს შემდეგი Ascend P სმარტფონის შესახებ, მაგრამ კომპანია Huawei-მ უკვე გამოაქვეყნა მისი გამოსვლის თარიღი. Ascend P8 15 აპრილს ლონდონში გამართულ ივენთზე გამოვა, აცხადებს ჯერი ჰუანი, კომპანია Huawei-ს კომუნაკაციების დირექტორი.იმის მაგივრად, რომ კომპანიას ახალი სმარტფონი Mobile World Congress-ზე ეჩვენებინა, მათ ცალკე პირადი ივენთის ჩატარება ევროპაში გადაწყვიტეს.

გასულ წლებში კომპანია Huawei-მ P6 ლონდონში გამოუშვა, P7 კი პარიზში. ევროპული ბაზარი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ჩინური კომპანიებისთვის. წელს როგორც ჩანს, კომპანია ცდილობს შექმნას ბრენდი ევროპულ ბაზარზე, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში.

 

“ჩვენ შევარჩიეთ ევროპა, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ძალიან კარგად გვეყიდება მძლარვი სმარტფონები” – ჯი ძინძინი, Huawei-ს ტელეფონების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი

 

ძინძინმა არ გამოქვეყნა სხვა წვრილმანი დეტალი Ascend P8-ს შესახებ, მაგრამ დაგვიტოვა იმის შთაბეჭდილება, რომ კომპანია დაუღლელად მუშაობდა ახალ ფლაგმანზე. Huawei-მ მუშაობა უკვე დაიწყო პარტნიორებთან ერთად სმარტოფნებში ინდუსტრიის საუკეთესო კამერის ტექნოლოგიის ჩანერგვაზე. იმედი გვაქვს, კომპანია ტელეფონების ბატარეის ხანგრძლივობასაც გაზრდის.

წყარო: Android Authority