
როგორ გავხადოთ ჩვენი ჩვეულებრივი მაღალი გარჩევადობის ტელევიზორი სმარტ TV უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ Intel-ს ამ სფეროში ახალი პროდუქტის წარმოდგენაში ამან ხელი არ შუშალა. Intel Compute Stick – არის Bay Trail PC რომელსაც აქვს USB პორტი, Wi-Fi და Bluetooth უკაბელო ქსელების მხარდაჭერა. მოწყობიობას აქვს SD ბარათების სლოტი და რა თქმა უნდა თავსებადია Windows 8.1 და Linux საოპერაციო სისტემებთან.

micro USB პორტი მოწყობილობის დენში ჩასართავად გამოიყენება. პანელზე არის პატარა ჩართვის ღილაკი და სრული ზომის USB პორტი პერიფერიული მოწყობილობების შეერთებისათვის. კომპიუტერი ორი ვარიანტით გამოვა: Windows 8.1 ვერისა 2 გიგაბაიტი ოპერატიულით და 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 149 დოლარად და Linux ვერსია 1 გიგაბაიტი ოპერატიულით და 8 გიგაბაიტი შიდა საცავით 89 დოლარად. Intel ამობს, რომ დიდი ალბათობით Ubuntu იქნება საოპერაციო სისტემა Linux ვერსიისათვის, თუმცა ალტერნატიული დისტრიბუტივების ჩაწერაც არ იქნება არანაირი პრობლემა.

ორივე სტიკი გამოდის ოთხ-ბირთვიანი Bay Trail Atom Z3735F, Bluetooth 4.0 და 2.4 გიგაჰერციანი 802,11n WiFi, მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლა მარტშია დაგეგმილი.
