
როგორც მოსალოდნელი იყო კომპანია Kodak-მა CES 2015-ზე თავისი პირველი სმარტფონი წარმოადგინა. სიახლე სახელით IM5 კომპანია Bullitt-ის მიერ არის წარმოებილი. Kodak-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს ადვილად მოსახმარი კამერაფონი და ამვდროულად არ დატვირთოს ის ფლაგმანური ფუნქციონალით. მოწყობილობას აქვს ორი კამერა: 13 მეგაპიქსელიანი სენსორი და 5 მეგაპიქელიანი კამერა სლეფებისთვის. გადაღებული სურათები სგაზიარება შეიძლება ორი ღილაკით “ბეჭდვა” და “გაგზავნა”. მიმდინარე ვერსია მუშაობს Android 4.4.2 KitKat-ის მართვის ქვეშ, თუმცა მწარმოებელი გვპირდება Lollipop-ზე განახლებასაც წლის განმავლობაში.

სამარტფონი აღჭურვილია 5 დიუმიანი IPS ეკრანით 1280×720-ზე გარჩევადობით და მუშაობს ბიუჯეტური რვაბირთვიანი MediaTek-ის პროცესორზე 1,7 გიგაჰერცი სიხშირით. მას აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 8 გიგაბაიტი შიდა საცავი, რომლის გაზრდაც microSD ბარათებით არის შესაძლებელი.

არის ორი SIM ბარათის მხარდაჭერა. მოწყობილობის წია 120 გრამია და ის გაყიდვაში შავი კორპუსით გამოვა. ევროპაში მოწყობილობა პირველი კვარტალის ბოლოდან გამოჩნდება. გაჯეტის ფასი 299 ევრო იქნება.


