LG G Flex 2 კომპანიის მეორე მცდელობაა შექმნას რკალისებრი სმარტფონი. G Flex 2, როგორც დაგეგმილი იყო, წარმოდგენილ იქნა CES 2015-ზე. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის ზომა, წინა მოდელთან შედარებით გაცილებით პატარაა – ის 5,5 დიუმიანია. ამავე ზომისაა LG G3. Flex-ის წინა მოდელი 6 დიუმიანი იყო, რასაც მოწყობილობას სმარტფონიდან ფაბლეტის კატეგორიაში გადაყავდა. ბევრი მომხმარებილისთვის 5,5 დიუმი გაცილებით მისაღები ზომაა, რადგან პატარა ზომა ამარტივებს მოწყობილობის ხელში დაჭერას და დისპლეის მართვას.
G Flex 2-ს აქვს მაღალი გარჩევადობის P-OLED დისპლეი 1080 წერტილით. წინა მოდელს კი 720 წერტილი ჰქონდა. G Flex 2 ასევე გამოირჩევა უფრო სწრაფი Snapdragon-ის პროცესორით, მეტი RAM-ით და დაყენებული Android 5.0 Lollipop-ით.
სპეციფიკაციები:
• 2გჰცQualcomm Snapdragon 810, 64-ბიტიანი, octa-core პროცესორით
• Android 5.0 Lollipop ოპერაციული სისტემა
• 5.5დიუმიანი full-HD (1920×1080, 403ppi) რკალისებრი P-OLED დისპლეი
• 16/32გბ-იანი მეხსიერება (აქვს microSD მეხსიერების ბარათის სლოტი)
• 2/3გბ RAM
• 13მპ მთავარი კამერა OIS+თა და ლაზერული ავტო ფოკუსი
• 2.1მპ წინა კამერა
• 4G/LTE/HSPA+ 21/42Mb/s
• 802.11a/b/g/n/ac Wi-Fi
• Bluetooth 4.1 apt-X-ით
• NFC
• A-GPS
• 3000mAh ჩაშენებული ბატარეა
• 149.1×75.3×7.1-9.4მმ ზომები
• 152გ
G Flex 2 აღარ არის 720 წერტილი გადაჭიმული 6 დიუმზე. ეს არის 1080 წერტილი 5,5 დიუმზე, რაც ნიშნავს 403 წერტილს თითო დიუმზე. ეს არ არის Quad HD დისპლეი და მას ვერ შევადარებთ LG G3-ს. თუმცა, თავის უშუალო წინაპართან შედარებით ბევრად უკეთესია.
ორიგინალურ G Flex-ს ქონდა კამერა რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მომხმარებლების მოლოდის, მაგრამ 13 მეგაპიქსელიანი კამერაა ახალ მოდელში ამ პრობლემასაც მოაგვარებს. მას აქვს ოპტიკური სტაბიზლიზაცია, ლაზერული ავტოფოკუსი და ორმაგი ფლეში. წინ არის 2.1 მეგაპიქსელიანი სელფ კამერა, რომელიც მაღალი ხარისხით ვერ დაიკვეხნის. კამერის პროგრამული უზრუნველყოფაც უფრო დახვეწილი იქნება და ექნება შესაძლებლობა ვიზუალური ჟესტებით და ტაიმერის საშუალებით სურათების გადაღება.
LG-ის მცდელობა მისასალმებელია გამოუშვას განსხვავებული სმარტფონი და რა თქმა უნდა კარგია, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება ფერთა ვარიაციაშიც პლატინის ვერცხლი და ფლამინგოს წითელი.
სპეციფიკაციები დამაკმაყოფილებელია და როგორც მოსალოდნელია სმარტფონი წლის პირველ ნახევარში გამოვა ჯერ კორეის ბაზარზე და მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც. ასევე საინტერესოა გახდება თუ არა რკალისებური სმარტფონები ტენდენციური და გასცდება თუ არა ის ერთ კომპანიას.