კარგი სიახლე მათთვის, ვინც განსაკუთრებული ნიჭით არ დაბადებულა: თქვენ ის არ გჭირდებათ! 😀 არ შეგიძლია პიანინოზე დაკვრა? არაა პრობლემა! ხელთათმანს შეუძლია შენს თითებს დააკვრევინოს. ვერ მეგობრობ ფანქართან? არც ესაა პრობლემა! 🙂 რობოტულად კონტროლირებად აქსესუარს შეუძლია დაეხმაროს შენს თითებს იდეალური წრის შემოხაზვაში.
ეს არის ახალი პროექტი დიზაინერისა და ინჟირერის Saurabh Datta-სგან. კოპენჰაგენის ინტერაქციული დიზაინის ინსტიტუტში დიზაინერმა შექმნა მოწყობილობათა სერია, რომელიც ადამიანებს ასწავლის, როგორ დააჭირონ პიანინოს კლავიშს ან როგორ მოხაზონ კანტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოწყობილობას არ აკონტროლებთ თქვენ, არამედ ის გაკონტროლებთ.
ინჟინერმა პროექტი დაიწყო იმის გამოძიებით, თუ როგორ შეეძლო ესწავლა პიანინოზე დაკვრა მექანიკური მოწყობილობის გამოყენებით. თუ მოწყობილობებს მივცემთ მეტ შესაძლებლობებს, შეუძლიათ თუ არა მათ განავითარონ ჩვენი კონკრეტული უნარები? მაგალითად, მასწავლებელი არის მანქანა, როდესაც ის იკავებ შენს ხელს და გასწავლის ხატვას კონკრეტული მოძრაობების განხორციელებით. რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, ხელი იმახსოვრებს მოძრაობას და შეუძლია თავადვე გაიმეოროს. ინჟინერის მოწყობილაც შესაბამისად მუშაობს.
მოწყობილობა შეგვიძლია ჩავთვალოთ მოდულად იმისა თუ როგორი ინტერაქცია შეიძლება ჰქონდეთ მომავალში ადამიანსა და მანქანებს. დიზაინერის განცხადებით, ბევრი ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობდა, როდესაც მოწყობილობა სრულად აკონტროლებდა მათ. შედეგად, ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ მაქნაას ხელის მოძრაობებით. მეორე ტესტში, დიზაინერის მოწყობილობები იწერენ, სწავლობენ მომხმარებლის მოძრაოებებს და იმეორებენ. ინჟინერის სხვა დაკვირვებები და ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.