Oppo R1C როგორც იქნა ოფიციალურად გამოვიდა. ეს კომპანიის პირვლი სმარტფონია წელს და მას ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს, რომელიც საფირონის კრისტალის უკანა პანელით არის გამოხატული. მოწყობილობა მძლავრი ტექნიკური მონაცემების გარდა აქცენტს საუკეთესო დიზაინზე აკეთებს.
გაჯეტს აქვს 5 დიუმიანი ეკრანი 1280×720 HD გაფართოებით. Qualcom Snapdragon 615 – 64-ბიტიანი 1,5 გიგაჰერციანი, რვაბირთვიანი პროცესორი 2 გიგაბაიტი მეხსიერებით სმარტფონს მძლავრი მოწყობილობების კატეგორიაში ახვედრებს. შიდა მეხსიერება 16 გიგაბაიტია და ასევე არის microSD ბარათების სლოტი, რომელიც 128 გიგაბაიტამდე გაზრდის საშუალებას იძლევა. უკანა მხარეს არის 13 მეგაპიქსელიანი კამერა Sony IMX214 სენსორით. წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანია ხარისხიანი სელფების გადაღებისთვის. მოწყობილობა შტამბეჭდავად თხელია და მსი მაქსიმალური სისქე არის 6,85 მმ. აკუმლატორის მოცულობა 2,420 მილიამპერია საათში რაც მისთვის სრულიად საკმარისი. მოყობილობას აქვს 4G LTE ქსელების და ორი სიმ ბარათი სმხარდაჭერა. რაც შეეხება საოპერაციო სისტემას მას აქვს Color OS, რომელიც Androdi 4.4 KitKat-ის ბაზაზეა შექმნილი.
Oppo R1C განკუთვნილია ჩინური ბაზრისთვის და თვის ბოლოსკენ დაიწყება გაყიდვა. მისი ფასი 404 დოლარია ადგილობრივ ბაზარზე და შესაძლოა ამ მონაცემების სმარტფონისთვის ძვირადც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ საფირონის კრისტალის უკანა პანელი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.