qualcomm-snapdragon
Digitimes-ის ინფორმაციით, კომპანია Samsung თავისი მომავალი ფლაგმანის Galaxy S6-ის Qualcomm Snapdragon 810-ით გამოშვებას შეზღუდავს. ამის მიზეზად მუშაობისას მისი სერიოზული გადახურება სახელდება. 90%-ზე მეტ Galaxy S6-ში იქნება Samsung Exynos პროცესორი, რომელიც 14 ნანომეტრიანი პროცესით არის შექმნილი და დიდად არ ჩამოუვარდება Qualcomm-ის ჩიპს.
Qualcomm-ის Snapdragon 810 – TSMC-ის ფაბრიკებში იწარმოება 20 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. მიმდინარე წლის ივლისიდან TSMC გადადის 16 ნანომეტრიან წარმოებაზე, რაც უფრო გრილი პროცესორების წარმოების საშუალებას მისცემს.
კომპანია Qualcomm უარყოფს, რომ Snapdragon 810-ს აქვს რპობლემები გადახურებასთან დაკავშირებით. ბაზარზე უკვე არის დაანონსებული მოწყობილობები LG GFlex 2, Xiaomi Mi Note Pro, მაგრამ ისინი ჯერ გაყიდვაში არ არის და მათი მუშაობის შესახებ მონაცემები  სამწუხაროდ არ გვაქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.