acer-smartphone

მიუხედავად იმისა, რომ Acer დღევანდელ მსოფლიოში არ არის წამყვანი მწარმოებელი სმარტფონებისა, კომპანია არ აპირებს ბრძოლის გარეშე დატოვოს მობილური ბაზარი. ბოლო პერიოდში, ტაივანური მწარმოებელი კომპანია კონცენტრირებული იყო Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის შექმნაზე, თუმცა, როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ რაღაც ახალს. გამოცემა Focus Taiwan-ის ცნობით, MWC 2015-ის გამოფენაზე, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება, Acer აპირებს წარმოგვიდინოს თავისი პირველი სმარტფონი Windows 10-ის ბაზაზე. ტექნიკური მონაცემების შესახებ ცნობილი არაფერია, თუმცა წყაროს მტკიცებით, მოწყობილობა იქნება საწყისი ან საშუალო დონის.

Windows 10 სმარფტონებისთვის ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა, ასე რომ, Acer-ის ახალ სმარტფონს 2015წლის მეორე ნახევრამდე არ უნდა ველოდოთ.

წყარო: phonearena.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.