კომპანია ARM-მა გუშინ წარმოადგინა სამი მნიშვნელოვანი პროდუქტი მობილური მოწყობილობების განვითარებისათვის. ეს არის Cortex-A72 პროცესორი, გრაფიკული პროცესორია Mali-T880 და ბირთვთაშორისი კავშირის პლატფორმა Corelink CCI-500. ერთობლიობაში ეს პროდუქტები ერთ კრისტალიანი სისტემების წარმადობას ამაღლებენ და ამუჯობესებნ მათ ენერგომოხმარებას.
არქიტექტურა Cortex-A72 მხარს უჭერს ARMv8-A ბრძანებების კრებულს და ორჯერ უფრო მეტ წარმადობას აჩვენებს ვიდრე Cortex-A57, მოიხმარს რა 40%-ით ნაკლებ და 75%-ით ნაკლებ ენერგიას Cortex-A15-თან შედარებით ერთსა და იგივე დატვირთვაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თეორიული შეფასებებია, რადგანაც კომპანიის გარეთ ეს ჩიპები ჯერ არავის არ უნახავს.
არ არის გამორიცხული ასეთი ფანტასტიური შედეგები ახალმა 64-ბიტიანმა ოთხბირთვიანმა პროცესორმა, მართა აჩვენოს რეალურ ტესტირებაში, რადგანაც ის მართლაც გადამუშაოვებული არქიტექტურისაა და 16 ნანომეტრიანი ტექპროცესით იქმნება.
გრაფიკული პროცესორი Mali-T880 1,8-ჯერ უფრო სწრაფია მიმდინარე ლილერზე – Mali-T760. საერთო სისწრაფე ერთკრისტალიან სისტემაში Corelin CCI-500 აორმაგებს გამტარუნარიანობას.
მობილური ჩიპების მწარმოებლების უმრავლეოსბა ARM-ის პროცესორების რამდენიმე მოდელს იყენებს ერთდოულად მათ ერთკრისტალიან სისტემებში. მაგალითად ბიუჯეტური მოწყობილობებისათვის Qualcomm ინტეგრირებას უკეთებს ARM Cortex-A7-ს Snapdragon 400-ში და იყენებს მას Cortex-A57 და Cortex-A53-თან ერთან Snapdragon 810 მოდლელებში, რომლებიც ფლაგმანებზეა ორიენტირებული. თუნდაც Nvidia იყენებს მოდიფიცირებული ARM Cortex-A15-ს თავის 32 ბიტიან Tegra K1-ში.
დანარჩენი მსხვილი კომპანიები – Samsung, MediaTek და RockChip თავიდან-ბოლომდე ეყრდნობიან ARM-ის ორიგინალურ გადაწყვეტილებებს და მათ გრაფიკულ ბირთვებს. სწორედ ამიტომაც არის მოსალოდნელი ახალი სმარტფონებისა და პლანშეტების გამოჩენის წინაპირობა, რაც ამ ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. ყოველი განახლება ARM-ის პროდუქტებში იწვევს მობილური ბაზრის მორიგ რევოლუციას, რაც წარმადობის გაზრდას და ენერგომოხმარების შემცირებას ნიშნავს თავისთავად.
ARM-ის ვიცე პრეზიდენტის იან დრიუს თუ დავუჯერებთ ენერგოეფექტურობა ყელაზე პრიორიტეტული ამოცანაა ვიდრე წარმადობის გაზრდა ერთკრისტალიან სისტემებში. უმრავლესობა მომხმარებლებისათვის წარმადობა საკმარისზე მეტიცაა, ხოლო სმარტფონის დამუხტვა კი ყოველ ღამე არის საჭირო. “პირველი სმარტფონების გამოჩენიდან დღემდე მათი წარმადობა 50-ჯერ გაიზარდა, ამავდროულად აკუმლატორის მაჩვნებლები მხოლოდ ორჯერ” – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.
გრაფიკული ჩიპი Mali-T880 ასევე მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას გაუმჯობებსბული წარმადობის მიუხედავათ. მისი მოხმარებ 40%-ით ნაკლებია ვიდრე Mali-T760. ახალი ვიდეო ბირთვი შევსებულია ვიდეოპროცესორით Mali-V550 და დისპლეი პროცესორი Mali-DP550. ასეთი გადაწყვეტილება ორიენტირებულია 4K გარჩევადობისადა YUV 10-ბიტიანი ფერთა სიღრმის მისაღწევად. დეველოპერების ჩანაფიქრით ამან უნდა განაპირობს მაღალი გარჩევადობის მასიური ხელმისაწვდომობა.
გამოთვლით ბირთვებს შორის ინტენსირუი მიმოცვლა შეუძლებელი იქნებოდა ახალი Corelink CCI-500-ის გარშერე, რომელიც ქეშ-კოჰერენტული სალტეა. მას აქვს ჩაშენებული Snoop ფილტრი, აქვს ოთხარხიანი მუშაობის რეჟიმი მეხსიერებასთან TrustZone ტექნოლოგიით, რომელიც მულტიმედია კონტენტის დაცვას უზრუნველყოფს.
ARM-ის პოზიცია მობილურ ბაზარზე ახლა ძალიან მყარია, მაგრამ სიტუაცია აქ ძალიან სწრაფად იცვლება. სტატუსის შენარჩუნებისათვის ლიდერ კომპანიებს მოუწევთ ახაილი პროდუქტების წარმოდგენა და სამომავლო კონტრაქტების გაფორმება უმთავრეს მომწოდებლებთან. ARM-ის მთავარი კონკურენტია Intel, რომელიც აქტიურად ავითარებს Silvermont, Airmont და Goldmont არქიტექტურებს ულტრამცირე ენერგომოხმარებით. ბოლო გადაწყვეტილებები 14 ნანომეტრზეა შესრულებული რაც მათ მცირე მაგრამ უპირატესობას ანიჭებს.
მძაფრი კონკურენციის წყალობით 2016 წლისთვის მობილური მოწყობილობები გახდება ორჯერ უფრო სწრაფი და გაცილებით ენერგოეფექტური. ARM-ის ყველა ახალი კომპონენტი შეკვეთისათვის ამ გაზაფხულს იქნება მზად. მოხმარებლებამდე კი ეს ახალი ტექნოლოგია დაახლოებით ერთ წელიწადში გახდება ხელმისაწვდომი.