რესურსმა CrackBerry გაამღჟავნა ინფორმაცია მოსალოდნელი ახალი სმარტფონის BlackBerry Leap-ის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარადგინონ MWC 2015-ის გამოფენაზე. ამ მოწყობილობის შესახებ ხმები უკვე დადიოდა და და ვრცელდებოდა სახელით BlackBerry Rio, დღეს ეს ხმები დადასტურდა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებაც გავრცელა ინფორმაცია. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე BlackBerry 10. დივაისი აღჭურვილი იქნება მთლიანი სენსორული ეკრანით. თუმცა, გავრცელებული იყო ჭორები, რომ მას ექნებოდა QWERTY კლავიატურა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, BlackBerry Leap-ის ტექნიკური მონაცემები გამოიყურებოდეს იქენბა შემდეგნაირად:
- 5-დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 1280×720 პიქსელი;
- 8მპ-იანი მთავარი კამერა და 2მპ-იანი წინა კამერა;
- ბატარეა 2 800 მა/სთ;
- ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon S4 (MSM 8960) სიხშირით 1,5 გჰც;
- 2 გბ ოპერატიული მეხსიერება;
- 16 გბ შიდა მეხსიერება + სლოტი მეხსიერების ბარათისთვის microSD;
- LTE-ის მხარდაჭერა + ოპცია 4G Hotspot;
- Wi-Fi 802.11 b/g/n;
- Bluetooth 4.0, DLNA, Miracast;
- 9,5მმ-ის სისქის კორპუსი;
- ორმაგი მიკროფონი.

მოწყობილობის საბოლოო სახელი ჯერ ჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ დივაისი ბაზარზე გამოვიდეს BlackBerry Rio-ს ან BlackBerry Z20-ის სახელით. სმარტონის მოსალოდნელი ფასია 300დოლარამდე.
წყარო: crackberry.com
