გასაკვირი არაა, რომ Google დიდ ფულს უხდის იმ ჰაკერებს რომლებიც Chrome ბრაუზერში და სხვა Google-ს პროდუქუტში შეცდომებს პოულობენ. მართლაც, Google-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასული ხუთი წლის განმარვლობაში მათ 4 მილიონ ა.შ.შ დოლარზე მეტი გასცეს ასეთი ხალხის დასაჩუქრებაში. ახლა კი ისინი Google Play Store-საც ამატებენ ამ პროგრამაში, რათა ანდროიდის ეკოსისტემა უფრო დაცული გახდეს.
ასეთი შეცდომების ძებნა Black Hat conventions-ზე დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ჰაკერები ერთად იკრიბებიან, ისინი გუნდურად ეძებენ სისტემაში შეცდომებს და 1 მილიონი ა.შ.შ დოლარისთვის იბრძვიან. ესეთი ძიებები ხშირად არის დაფუძნებული ვებ-ბრაუზერებში შეცდომების პოვნაზე, მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, Google Chrome მუდამ უვნებელი რჩება.

ასეთი ივენთების წარმატების შემდეგ, ჰაკერებისთვის უფრო ძნელი ხდება სხვადასხვა შეჯიბებრებში გამარჯვება, Google კი ამიტომ ამ საქმეს სხვანაირად უდგება.
Google დაუკავშირდება ყველა იმ ჰაკერს რომლებმაც წარსულში შეცდომები აღმოაჩინა. პრიზი მათთვის ნაღდი ფული იქნება. მათ Google მაქსიმუმ 3133.70 ა.შ.შ დოლარს გადასცემს.
Vulnerability Reward Program-ში Google-ს უკვე აქვს დამატებული ანდროიდ და iOS აპლიკაციები.
და ბოლოს, ანდროიდის მომხმარებლები ამ ნაბიჯით მოხარულნი უნდა იყვნენ. პატარა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მაგალითი, Google Play Store-ს აქვს თავისი ანტი-ვირუს მოწყობილობა, რომელიც ამოწმებს მაღაზიაში განთავსებულ აპლიკაციებს და ბლოკავს მათ თუ საჭიროა. Google-ს გარდა სხვა ჰაკერები მნიშვნელოვნად დაეხმარებიან ამ ანტი-ვირუსის განვითარებას.
Google-ს პროდუქტების უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი, მეტ მორი, მალე უფრო მეტ ინფორმაციას გაგვაცნობს ამ პროგრამის შესახებ.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეცდომა Google-სთვის გასაგზავნი, მისი გაგზავნა შეგიძლიათ ამ ბმულიდან.
წყარო: Android Authority