
Microsoft-მა მომხამრებლებს პირობა მისცა, რომ Windows 10 განახლება დაბალი მონაცემების მქონე მოწყობილობებზეც იქნებოდა ხელმისაწვდომი, მაგრამ მომავალი განახლება არ იქნება მორგებული ბიუჯეტური გაჯეტებისათვის. ჯო ბელფიორემ თქვა, რომ კომპანია მუშაობს Windows 10-ის ვერსიაზე, რომელიც 512 მბ. ოპერატიულის მქონე მოწყობილობებისთვის, მაგრამ მათი ფუნქციონალი არ იქნება სრული.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რომელი ფუნქციონალური შესაძლებლობები იზარალებს და იმედია სიტუაცია არ გაიმეორებს Windows Phone 7-ის ისტორიას, რომელიც Windows Phone 8-ზე თითქმის ვერ განახლდა. როგორც პრეზენტაციაზე თქვეს ყველა Windows Phone 8 Lumia მიიღებს Windows 10 განახლებას, მაგრამ ამის საქმეში განხორციელება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
სიტუაცია ძალიან გავს Apple-ის შემთხვევას, როცა ახალი სმარტფონის გამოსვლასთან ერთად გამოდის ახალი საოპერაციო სისტემა, რომლის უახლეს პროგრამულ ფუნქციონალს ვერ იღებს ძველი და არც ისე ძველი მოწყობილობები. ამ შემთხვევაში Microsoft-ს უფრო ცუდად აქვს საქმე, რადგანაც დაანონსებული უნივერსალური აპლიკაციები ჯერ კიდევ დაპირებაა და უცნობია რამდენი დეველოპერი შეძლებს ARM და INTEL არქიტექტურისთვის ერთნაირად თავსებადი კოდის გამოშვებას. საუბარია აპლიკაციებზე, რომლებისთვისაც საკმარისი არ არის HTML5 JavaScript და საჭიროებს უფრო მეტ ინტეგრაციას პლატფორმასთან.
შესაძლოა დაპირებული უნივერსალური აპლიკაციების ნაცვლად მივიღოთ საგემენტებად დაყოფილი აპლიკაციები მობილურისთვის და სამაგიდე კომპიუტერებისთვის ცალ-ცალკე. ბიუჯეტური მოწყობილობები ყველაზე პოპულარულია მოხმმარებლებს შორის და Windows 10-ის სრული ფუნქციონალის ამუშავებისთვის მათი სიმძლავრე საკამრისი არ არის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას Android პლატფორმაზე, რადგანაც ბიუჯეტური მოწყობილობები აქ გაცილებით უკეთეს მდგომეარეობაშია და Google-ის Android One ინიციატივა კიდევ უფრო მეტ მოწყობილობაზე ხდის სისტემის უახლეს ვერსიას ხელმისაწვდომს.
