Xiaomi აპირებს გამოუშვას საკუთარი კვადროკოპტერი

Xiaomi ამჟამად აწარმოებს სმარტფონებს, პლანშეტებს, სხვადასხვა სახის აქსეუარებს და ტანსაცმელსაც კი. თუმცა, ის ამით არ კმაყოფილდება და აპირებს გაზარდოს საკუთარი საქონლის ხაზი. კომპანია აპირებს თავი გამოცადოს კვადროკოპტერების სწრაფად მზარდ ბაზარზე. ბაზრისათვის დადებითად იმოქმედებს Xiaomi-ს სურვილი დაკავდეს დრონების წარმოებით. სმარტფონების შემთხვევაში, Xiaomi-ს პოპულარობა უზრუნველყო დაბალმა ფასებმა და კარგმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა.
წინასწარი ინფორმაციით, Xiaomi-ს კვადროკოპტერი მსგავსი იქნება DJI Phantom-ის.
წყარო: 4pda.ru
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2015 ·არქივის შესახებ
