მრავალწლიანი დეველოპმენტის შემდეგ USB-C-ის დიდი დებიუტი შედგა. Apple-მა გამოუშვა MacBook, რომელსაც ერთადერთი C-ტიპის გასართი აქვს, რომელიც ენერგიისა და მონაცემებისთვის გამოიყენება, რის წყალობითაც მათ შეძლეს ყველაზე თხელი მაკბუქის გამოშვება. რამდენიმე დღის შემდეგ კი Google-მა გამოუშვა მისი Chromebook Pixel იგივე პორტით.
მიუხედავად მრავალფუნქციურობისა და სიმძლავრისა, ახალი პორტი ახალი უსაფრთხოების პრობლემებით გვაცნობს თავს. თავისი უნივერსალურობას ის ისევ ძველ USB სტანდარტებს უნდა უმადლოდეს, რომელიც თავსითავად არის უკვე აპარატული მიკროკოდის შეტევის მსხვერპლი, ამის გარდა სპეციალისტები მიუთითებენ პორტის პირდაპირ მეხსიერებასთან წვდომიდან გამომდინარე საფრთხეებზე. არც ერთი მოწყვლადობა არ არის ახალი, მაგრამ მათი გაერთიანება დამტენ მოწყობილობასთან ერთად, უფრო მეტი საფრთხის შემცველია, რომლის თავიდან არიდებაც ძალიან ძნელია. სტანდარტულ კომპიუტერებზე, მომხმარებლებმა შეიძლება თვალყური ადევნონ პორტებს და მოარიდონ ისინი უცხო მოწყობილობებს. მაგრამ დამტენის მიერთებისას იშვიათად თუ დაფიქრდება ვინმე შეტევის საფრთხეზე, რომელსაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები მოყვეს.
ყველაზე დიდი პრობლემა არის BadUSB მოწყვლადობა, რომელიც USB-ს მიკროკოდშიიმალება და შეერთების პირველად ეტაპებზე აინფიცირებს საოპერაციო სისტემას, სანამ მომხმარებელი შეძლებს გაარკვიოს არის თუ არა ეს მოწყობილობა უსაფრთხო. დღეისათვის შესაძლებელია დავიცვათ პერიფერიული მოწყობილობები მსგავსი შეტევისგან, ზოგიერთ ფლეშკას უკვე ჩშენებული დაცვა აქვს ამ მოწყვლადობისგან, თუმცა კომპიუტერის დაცვა საკმაოდ რთულია. USB პორტი თავსებადობის გათვალისწინებით არის შექმნილი და თითქმის წარმოუდგენელია მოწყობილობა, რომელზეც უარს იტყვის სისტემა და არ მიიღებს მას თუნდაც ვირუსის გამო. BadUSB-ის შემთხვევაში ძალიან ადვილია ინფექციის გავრცელება, ის ერთი დაინფიცირებული კომპიტერიდან ფლეშკებზე და შემდგომში სხვა კომპიუტერებზე გადადის.
C-ტიპის კონექტორი ნამდვილად ტექნოლოგიური წინსვლაა, მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტების აზრით ის თითქმის არაფერს ცვლის მოწყვლადობების თვალსაზრისით. “პორტის ღია სპეციფიკაციები და და მოქნილობა მას პოტენციურად უფრო საფრთხის შემცველს ხდის”- ამბობს BadUSB-ის აღმომჩენი კარსტენ ნოლი. “ასევე არ არის აღმოფხვრილი BadUSB ახალ სტანდარტში” ამბობს ის. იმისთვის, რომ მივუერთოთ ძველი აქსესუარები საჭიროა ადაპტერების გამოყენება, რომელბიც ძველ პროტოკოლებს იყენებს, რაც ძველ მოწყვლადობებს აცოცხლებს. Apple-ისა და Google-ის მსგავს გიგანტებსაც კი არ შეუძლიათ USB სტანდარტის წესებზე გვერდის ავლა და უწევთ საფრთხის შემცველი მოწყობილობების გამოშვება, რითაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება, რომლის უსაფრთხოებაც არავის მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი.