Blackphone 2 არის ორიგინალური Blackphone-ის განახლებული ვერსია. თავის დროზე ამ ტელეფონს “NSA-Proof”-ტელეფონად მოიხსენიებდნენ სანამ არ აღმოჩნდა, რომ თითქმის შეუძლებელია დაემალო NSA-ს. ამ მოწყობილობის მეორე თაობა უფრო მაღალი ხარისხიაა და უფრო დიდიცაა. მას 5,5 დიუმიანი ეკრანი აქვს FullHD გარჩევადობით, თუმცა ეს არ არის მისი მთავარი ღირსება.
ტელეფონი იყენებს Android-ის მოდიფიცირებულ ვერსიას PrivatOS, რომელიც თავსებადია ყველა ანდროიდ აპლიკაციასთაც. კომპანია გვთავაზობს დაცულ ზარებს, ტექსტს და კონტაქტებს მათი აპლიკაციების Silent Phone, Silent Text და Silent Contacts-ის საშუალებით. აპლიკაციები ხელმისაწვდომია Play Store-ში და ყველას შეუძლია მათი გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონზე.
Blackphone 2-ის ერთ-ერთი ახალი ფუნქციაა განსხვავებული სივრცეების შექმნა, რომელიც სრულიად იზოლირებული სამომხამრებლო პროფილებია საოპერაციო სისტემაში. ტელეფონს შეიძლია ახალი საოპერაციო სისტემის ვირტუალიზაცია ყოველი ახალი სივრცისთვის რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების გადართვისას სრულიად ახალ ტელეფონზე გადადიხართ.
ვირტუალიზაციის ტექნოლოგია PrivatOS-ის ორიგინალური ფუნქციონალია და მისი მაღალი დონის უსაფრთხოების მიუხედავად მომხმარებლისთვის გასაგები პარამეტრების კონტროლი და ინტერფეისი აქვს. უსაფრთხოების პარამეტრები მომხამრებელს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ყოველი აპლიკაციის მიერ გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია.
ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაშორებული წაშლა, ასევე არის შესაძლებელი უსაფრთხოების პარამეტრების დაშორებული მოდიფიკაცია სისტემური ადმინისტრატორებისთვის, რაც ამ ტეელეფონის ბიზნესში და სამთავრობო სტრუქტურებში გამოყენებისთვის საუკეთესოს ხდის.
Blackphone ზრუნავს უსაფრთხოებაზე და კომპანია ნებისმიერ ჰაკერს ფულად ანაზღაურებას სთავაზობს, რომელიც აღმოაჩენს მცირე უსაფრთხოების პრობლემასაც კი. კომპანია გვპირდება, რომ ის ნებისმიერ აღმოჩენილ კრიტიკულ მოწყვლადობას 72 საათში აღმოფხვრის, თუმცა დღემდე აღმოჩენილი ყველა ბაგი 48 საათის განმავლობაში გამოსწორდა და განახლდა.
Blackphone-ის ფასი 649 დოლარია და ის ხელმისაწვდომია კომპანიის სატზე.