37265ea923fdcd96129169c8feb4dfe1_original

აუდიო აქსესუარების მიერთების დღევანდელი ინდუსტრიული სტანდარტი, რომელიც დიდი ხანია არშეცვლილა განახლებას საჭიროებს, რადგანაც ის აქტიურად გამოიყენება სმარტფონებში, ტაბლეტებში და კომპიუტერებში. ჩვენ მას ვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, რასაც ხანდახან პრობლემებამდე მივყავართ, როგორიცაა მოწყობილობის დაზიანება.  როგორი შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? ამაზე პასუხი Kickstarter-ზე ვიპოვეთ სადაც წარმოდგენილია ახალი Magzet კონცეფცია, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს მიერთების სტანდარტს, ისევე, როგორც ეს Apple-მა შეძლო MagSafe დამტენი მოწყობილობის კონექტორით.

magzet

მეთოდი მართლაც რევოლუციურია და ის ძალიან მოხერხებული და კომფორტულია. მიერთებისას არ არის საჭირო ზუსტი პოზიციონირება და მისი ბრმად გამოყენებაც ძალიან ადვილია. არ არის საჭირო მოწყობილობაში პროგრამული უზრუნველყოფის ან მისი ფიზიკური მოდიფიკაცია. მოწყობილობა ორი კომპნენტისგან შედგება: მაგნიტური ჯეკი, რომელიც გაჯეტს უერთდება და ბუდე, რომელიც ყურსასმენებს უნდა მივუერთოთ. მოწყობილობა დაიცავს თქვენს სმარტფონს ან სხვა გაჯეტს უნებლიედ გადმოვარდნისგან და სხვა დაზინებებისგან, რომელიც მიერთებული ყურსასმენებით შეიძლება მივაყენოთ მას.

f787c24d5c5eafdac2a08c2b315e0935_original 8ab000665cc649797bee435f3dde941b_original

პროექტის გვერდი Kickstarter-ზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.