
დასრულდა უთვალავი ჭორი, საუბარი და ანონსი, Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა Galaxy S6 და S6 Edge სმარტფონები, რომლებიც 10 აპრილიდან პირველ ეტაპზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გაიყიდება.

Samsung-მა მიიღო სწორი გადაწყვეტილება გაეყო მისი ფლაგმანი ორ მიმართულებად. Galaxy S6-ს აქვს ბრტყელი ეკრანი, მეტალის კორპუსი და შუშის წინა და უკანა პანელები. S6 Edge იგივეა, მაგრამ მას ორივე გვერდზე რკალისებურად გაგრძელებული ეკრანი აქვს. რაკლისებური შუშა და ეკრანი ისეთივეა, როგორც ეს მის Note Edge სმარტფონში ქონდა, მაგრამ ის არ არის ისეთივე აგრესიული და განსხვავებით ორივე მხარეს არის განთავსებული ვიდრე მარჯვენა მხარეს Note Edge-ის შემთხვევაში. S6 Edge დღეისათვის ყველაზე ორიგინალური და საინტერესო სმარტფონია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.

ორივე ტელეფონი სრულიად მეტალისა და შუშისგან არის შექმნილი. დამთავრდა დრო, როცა კომპანია იაფფასიანი პლასტმასის კორპუსებს იყენებდა და ფლაგმანები ნამდვილად შეესაბამება პრემიუმ კლასის და ფასის მქონე მოწყობილობის დიზაინსა და მონაცემებს. S6 ხელმისაწვდომი იქნება თეთრი, შავი, ოქროსფერი და ლურჯი ფერების კორპუსით, ხოლო S6 Edge თეთრ, შავ, ოქროსფერ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი.
სმარტფონების წინა და უკანა პანელები Gorilla Glass 4 ტექნოლოგიით არის შესრულებული და მისი მეტალის ჩარჩო გაცილებით უკეთესია ვიდრე წინა მოდელების პლასტმასი. Samsung ღირსეულ კონკურენციას უწევს Apple-სა და HTC-ს, რომლებიც პრემიუმ მასალებს იყენებენ თავიანთი პროდუქტების წარმოებაში.
https://www.youtube.com/watch?v=CnYtWWDor2s
Samsung-ის მთავარი ფოკუსი არა მხოლოდ დიზაინი, Galaxy S6/S6 Edge დატვირთულია უახლესი ტექნოლოგიებით. მას აქვს რვა ბირთვიანი Samsung Exynos პროცესორი (საერთაშორისო მოდელებისთვის) 5,1 დიუმიანი QHD Super AMOLED ეკრანი, 3 გიგაბაიტი DDR 4 ოპერატიული მეხსიერება, 32, 64 ან 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი კამერა ოპტიკური სტაბილიზაციით, ახალი თითის ანაბეჭდების სენსორი ჰოუმ ღილაკში, რომელსაც უკვე არ ჭირდება თითის ჩამოსმა. ინფრაწითელი გულის ცემის მონიტორი, რომელიც კამერასაც ეხმარება სწორი თეთრის ბალანსის დადგენაში, Qi და PMA უკაბელო დამუხტვის მხარდაჭერა, სწრაფი USB დამუხტვა, რომელიც 10 წუთში 4 საათის სამუშაო მუხტს აგროვებს. ასევე წარმოდგენილ იქნა Samsung Pay, რომელიც როგორც NFC ასევე MFT (LoopPay) ტექნოლოგიებს ერთიანებს უკონტაქტო გადახდებისთვის.
https://www.youtube.com/watch?v=raAoYFrIm0I
ახალი დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები გარკვეული საფასურის გარეშე არ მოდგის და Samsung აქაც არ არის გამონაკლისი. Samsung-ის ტელეფონების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება რაც მოხსნად აკუმლატორში და microSD ბარათების სლოტში და წყალგაუმტარობაში გამოიხატებოდა ისტორიას ჩაბარდა და S6 / S6 Edge სმარტფონებში ჩამოთვლილის მხარდაჭერა არ გვექნება. ასევ არ არის მნიშნვნელოვანი განახლებები პროგრამული უზრუნველყოფის მხრივაც და ის Android 5.0 Lollipop-ის ბაზაზე TouchWiz-ის განახლებულ ვერსიას შემოგვთავაზებს.
ადვილია იმის განსაზღვრა, თუ რა გახდა ახალი მოწყობილობების დიზაინის შთაგონება. სმარტოფნი გარკვული კუთხეებიდან iPhone 6-ის მსგავსია, შეეხებით თუ არა მის ჰოუმ ღილაკს ის ავტომატურად განიბლოკება ისევე, როგორც iPhone. თუნდაც კამერა, რომელიც წინ არის წამოწეული iPhone 6-ის დიზაინის კოპირების მაგალითია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ Samsung აგრძელებს Apple-ის კოპირებას გარკვეულ დეტალებში.
Sasmung-მა ასევე დაანონსა ახალი Gear VR, რომელიც S6 და S6 Edge მოდელებთან იქნება თავსებადი. ის 15^-ით პატარაა ვიდრე წინამორბედი და მსი დამუხტვა USB-ის საშუალებით არის შესაძლებელი. მოწყობილობა ჯერ-ჯერობით Innovator Edition სახელით გამოდის და ის არ არის მზად საყოველთაო მხოხმარებისთვის.
