Mobile Wordl Congress-ზე კომპანია Sony-მ წარმოადგინა 10.1 დიუმიანი Xperia Z4 Tablet, რომელიც 2K ეკრანითაა აღჭურვილი და სულ რაღაც 6.1 მილიმეტრი სისქისაა. მოწყობილობის 389 გრამია და მუშაობს Qualcomm Snapdragon 800 პროცესორზე Adren 430 გრაფიკული ჩიპით. მას 3 გიგაბაიტი ოპერატიული ეხსიერება აქვს და 32 გიგაბაიტი შიდა საცავი, რომლის გაფართოებაც microSD ბარათით არის შესაძლებელი. 8 მეგაპიქსელიანი კამერ 1080p ვიდეოს იღებს, ხოლო სელფებისთვის მას 5.1 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი ლინზა აქვს, გაუმჯობესებული ხარისხის სელფებისთვის და ვიდეო ჩატისთვის.
კიდევ ერთი ღირსება აკუმლატორია, რომელიც 6000 მილიამპერი მოცულობისაა და 17 საათი ვიდეოს ყურებას უზრუნველყოფს. Sony ამბობს, რომ თქვენ შგეიძლიათ მსოფლიოს ნახევარწრეზე შემოუაროთ და თან უყუროთ ფილმებს ერთი დამუხტვით. წინა მოდელების მსგავსად ის წყალგაუმტარია და იტანს მტვერს, ახლა უკვე მისი USB პორტი არ არის დახურული საცობით, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა აქტიური მოხმარებისას. Sony გვაფრთხილებს, რომ თუ დასველდა პლანშეტი დამუხტვამდე აუცილებელია USB პორტის სრული გამოშრობა.
https://www.youtube.com/watch?v=_aWBoOZFTnM
პროგრამულად ტაბლეტი Android 5.0 Lollipop-ის მართვის ქვეშაა და აქვს სონის გასართობი აპლიკაციები, Xperia Lounge Gold და PS4 Remote Play.
მოწყობილობა გაყიდვაში 2015 წლის ივნისში გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება შავსა და თეთრ ფერებში. იქნება WiFi და WiFi+LTE ვარიანტებში, თუმცა რა ფასად ჯერ-ჯერობით უცნობია.