Search

Google მობილური ოპერატორი გახდა

150422143439-google-project-fi-780x439

კომპანია Google-მა საკუთარი მობილური ოპერატორი Project Fi  გაუშვა. სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ Nexus 6 სმარტფონების მფლობებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ მოსაწვევებით.

მომხმარებლებს 20 დოლარად შეუძლიათ განახორციელონ ულიმიტო ზარები ქსელის შიგნით და გააგზავნონ SMS-ები უფასოდ, ინტერნეტთან წვდომა კი 10 დოლარი ეღირება გიგაბაიტზე. თუ ადამიანი არ მოიხმარს ტრაფიკს სრულად, მაშინ მას დაუხარჯავი ბალანსი უკან დაუბრუნდება.

ულიმიტო სატარიფო გეგმები კონტრაქტში არ განიხილება, რადგანაც Google თვლის, რომ “გადახდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამოყენებული რესურსების მიხედვით”

Google მუშაობს ოპერატორებთან T-Mobile და Sprint, რომ გააფართოოს დაფარვის ზონა; მიმდინარე მომენტრისთვის ის ხელმისაწვდომია 4G ქსელებში უმთავრეს მეგაპოლისებში და 3G ქსელებში ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. ტექნოლოგია ითვალისწინებს მიერთებას ყელაზე სწრაფ ხელმისაწვდომ Wi-Fi ქსელებთან ან T-Mobile-ისა და Sprint-ის ანძებს. Google ამბობს, რომ თქვენ ვერ იგრძნობთ გადასვლას Wi-Fi და მობილურ ქსელებს შორის გადასვლისას და ზარი ამ შემთხვევაში არ გაწყდება.