

Huawei-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა შუშიდან მეტალზე გადავიდა, რადგანაც შუშის უმთავრესი პრობლემა მისი გამძლეობაა. უამრავი მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მათ გადაწყვიტეს ალუმინის უნიბოდი გამოყენებინათ, რომლის მონოლითური კონსტრუქცია უფრო მყარია და არ აქვს მოხსნადი დეტალები. იხსნება მხოლოდ SIM ბარათის სლოტი.
დიდი ყურადღება მიექცა კამერას. პირველ რიგში აღსანიშნავია 13 მეგაპქსელიანი სენსორის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც თეორიულად უფორ უკეთესია ვიდრე iPhone 6-ის კამერაში. ამის გარდა სმარტფონი პირველია მსოფლიოში, რომელსაც აქვს RGBW სურათების დამუშავების სისტემა, სადაც კიდევ ერთი ფერი – თეთრი არის დამატებული. ეს საშუალებას იძლევა გადავიღოთ უფრო კონტრასტული სურათები და გვქონდეს ნაკლები ხმაური არასაკმარისი განათებისას. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია.
წინა მოდელებისგან განსხვავებით სმარტფონი ოდნავ გაიზარდა, ეკრანი გახდა 5.2 დიუმი. მწარმოებელმა არ გაზარდა გარჩევადობა და 1920×1080-ზე დარჩა, რაც მიაჩნიათ, რომ საკმარისია ხარისხიანი გამოსახულების მისაღებად და ამით მათ უფრო ნაკლებ ენერგომოხმარებას მიაღწიეს QHD ეკრანიანი ანალოგებისგან განსხვავებით.
სმარტფონს აქვს 64-ბიტიანი 8 ბორთვიანი პროცესორის HiSilicon Kirin 930, რომელიც 16 ნანომეტრიანი ტექნოლოგიითაა შექმნილი. ჩიპები ასეთი დონით მხოლოდ Samsung-ს აქვს დღეს და ასეთი პროგრესი ჩინური მწარმოებლისგან მართალც რომ გასაკვირია. Huawei-ს მონაცემებით სმარტფონი მისი უახლოეს კონკურენტებზე გაცილებით მეტ ხანს მუშაობს.
ოპერატიული მეხსიერება აქ 3 გიგაბაიტია და შიდა 32 გიგაბაიტი. გამოყენებულია საინტერესო ხრიკი მათთვის ვისაც არ უნდა მეორე სიმ ბარათი ან უნდა დამტებითი მეხსიარება მის ნაცვლად შეუძლია დააყენოს microSD ბარათი, რაც ძალიან მოქნილი მეთოდია. ამის გარდა სმარტფონს აქვს ყველანაირი ქსელების მხარდაჭერა და რა თქმა უნდა LTE Cat.6-ც.
https://www.youtube.com/watch?v=ftz_kpaLefg