
ჩინეთში ბაზირებულმა მწარმოებელმა OnePlus-მა დაპირებულ ვადას გადააცილა თუმცა მინც წარმოადგინა Android-ის საკუთარი ვერსია OxygenOS. მანამდე კომპანია თავის ფლაგმანურ სმარტფონზე OnePlus One-ზე Cyanogen-ს იყენებდა. გარკვეული ზეწოლის შემდეგ სხვა მწარმოებლებისგან კომპანია იძულებული გახდა საკუთარი საოპერაციო სისტემა გამოეშვა. თუ OnePlus-ს დავუჯერბთ მათი პროდუქტი კონკურენციას გაუწევს სხვა ROM-ებს, რომლებიც დღეისათვის არის ხელმისაწვდომი, იმით, რომ დაამატებენ მეტ მარტივ ელემენტებს და ფუნქციებს, გამოასწორებენ ბაგებს და იზრუნებენ ენერგიის დაზოგვაზე.
https://www.youtube.com/watch?v=Tn4hHhIHLxk
ამავდროულად Cyanogen ჯერ კიდევ რჩება OnePlus One-ის საოპერაციო სისტემა და მისი CM12S ვერსია Android Lollipop-ის მხარდაჭერას შემოგვთავაზებს, რომელიც ამ რომის უკანასკნელი ვერსია იქნება, რომლსაც ამ კომპანიის თვის შექმნის. ახლა უკვე OnePlus-ის მომხმარებლებს აქვთ არჩევანი OxygenOS ან Cyanogen CM12S, რომელიც მალე გამოვა.
წყარო: OnePlus
OxygenOS-ის ჩამოტვირთვა

მადლობა სიახლისთვის!
დავაყენე მისი გამოსვლისთანავე… თითქმის ვანილა ლოლიპოპია. ხალხი იმედგაცრუებულია, თუმცა იმედებს ვიტოვებთ რომ მომავალში უფრო იზრუნავენ თავის რომზე და მის უნიკალურობაზე.
ამჟამად კი… ისევ CM12-ს ველოდებით!