Search

ვინილის ფირფიტები ისევ პოპულარულია

1001_vinyl_630x420

მუსიკალურ ინდუსტრიაში გაყიდვების უდაო ლიდერი iTunes-ია, ხოლო სტრიმინგის სერვისებს შორის Spotify, Napster, Pandora და ახალი Tidal უფრო და უდრო პოპულარული ხდება. ამის ფონზე ტრადიციული CD მატარებლებზე მუსიკა უფრო და უფრო ნაკლებად იყიდება. ერთი უცნაურობა, რაც ამ დროს შეიმჩნევა მომხმარებლებს შორის არის ვინილის ფირფიტებზე მოთხოვნა, რომელიც CD-ის გამოჩენის შემდეგ გადაშენებულადაც ითვლებოდა.

BF-Keepin-it-Local-Record-Store-Day-Set-for-Saturday-Rtheatre-4-11-11

ერაში სადაც ციფრული ალბომების გაყიდვებიც კი ეცემა ვინილი ისევ მოდაში ბრუნდება. 2014 წელს ვინილების გაყიდვებმა 50 პროცენტით გაიზარდა და მილიონს გასცდა და ეს რიცხვი წელსაც იზრდება.

რა თქმა უნდა იყვნენ ისინიც ვისაც ფორმატში რწმენა არ დაუკარგავთ. კოლექციონერებისთვის და მელომანებისთვის ვინილების შეგროვება და ახალი რელიზების ყიდვა ტრადიციული საქმიანობაა. ზოგიერთი ლეიბლი და არტისტი სპეციალურადაც კი უშვებს ექსკლზიურ ვინილებს მანამ სანამ ციფრულად გახდება ხელმისაწვდომი მათი კომპოზიციები.

95b7b4_1790532fbe374120a397feaf6f61b6a2

რეტრომანია არის მიზეზი, რომელიც ამ ტენდენციას უწყობს ხელს და მისი გამოვლინება ეტყობა თანამედროვე მუსიკოსებს, ხდება ძველი ბენდების რეფორმირება და წარსულის ანაბეჭდების გაცოცხლება. ვინილის აღორძინების მოტივატორი ხდება ნოსტალგიური განწყობა, რომელიც აკლია თანამედროვე ციფრულ სტრიმინგს, როგორიცაა დიდი და სათუთი დისკი, ხმაური და ტკაცუნი, რომელიც ვინილზე მუსიკის მოსმენას თავისებურ ხიბლს აძლევს.

რა თქმა უნდა ნოსტალგია მიზეზების მხოლოდ ნაწილია და თანამედროვე მუსიკალური არხები და მედიაც ხელს უწყობს ტრადიციების აღორძინებას. ყველაზე პოპულარული ალბომები და ტოპ არტისტები ჩვეულებრივ რელიზებთან ერთად აუცილებლად უშვებენ ვინილებსაც, რაც ასევე ხელს უწყობს ამ ინდუსტრიის აღორძინებას.

vinyl

ვინილის დაბრუნების მთავარ ტექნოლოგიურ მიზეზად სახელდება ის რომ მას აკლია სისუფთავე და ის არ არის სრულყოფილი, რასაც ფანები  “თბილ” ჟღერადობას ეძახიან. შეცდომები, რომელიც ანალოგური პორდიუსინგის დროს ფიქსირდება ინჟინრების ენაზე “დამახინჯება, და უკეთეს შემთხვევაში ჰარმონიული დამახინჯება” ქვია.

რევოლუციური დიზაინი და მთავარი CD ფლეერებში იყო საშუალება გამოგეტოვებინათ ტრეკები, შემთხვევითი გადარჩევით მოგესმინათ და ასე შემდეგ, რაც ვინილზე პრობლემურია მისი სათუთობიდან გამომდინარე, სხვა ტრეკზე გადასვლისას სეიძლება ნემსმა ფირფიტა დააზიანოს, თუმცა ტრეკების მიყოლებით მოსმენა და მათი აზრობრივი ხაზის უწყვეტობა ისევ გვიბრუნდება ვინილის მოსმენისას.

ვინილის დაბრუნებამ გამოიწვია ახალი მოწყობილობების გამოშვებაც, რომელიც ციფრულ/ანალოგურ ჰიბრიდებს წარმოადგენენ და საშუალებას იძლევიან ჩავიწეროთ ფირფიტებიდან ის ჟღერადობა, რომელიც მას ახასიათებს.

SONY DSC

ვინილი არა მხოლოდ განსხვავებულად ჟღერს, მაგრამ აქვს საკუთარი ხარისხი და უნიკალურობა, რაც არ აქვს ციფრულ მუსიკას. როცა გამოვიდა iPad ამით მუსიკის შეგროვების ახალი არატრადიციული მეთოდი დამკვიდრდა, თუმცა ვინილების შეგროვება მაინც დარჩა მელომენებს შორის ყველაზე დაფასებულად. ვინლის მოსმენა გარკვეულ რიტუალსაც წარმოადგენს, როცა ფრთხილად ამოიღებთ დისკს კარდონის ჩასადებიდან, შემდეგ კი დიდი ზომის ალბომის არტი რომელიც უფრო ლამაზი და ხარისხიანია ვიდრე CD-ის ქეისზე და რა თქმა უნდა დაბეჭდილი სიმღერის ტექსტები.

daftpunk

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ვინილის გაყიდვების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ის ოდესმე უმთავრესი მატარებელი გახდება, დღეს მისი მომხმარებლები ძალიან ცოტაა და მომავალშიც არ არ ის მოსალოდნელი სერიოზული პოზიციები. კიდევ ერთი ბარიერი ვინილის დაბრუნებისთვის არის მისი წარმოების სიძნელეები, რადგანაც შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქარხანა, რომელსაც მასიურად შეუძლია ფირფიტების გამოშვება.

2014 წლისათვის ვინილის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ლეიბლებისგან, რომ მოხდეს ძვირადღირებული ტექნოლოგიის რეპროდუქცია. საეჭვოა მოხდება თუ არა ამ სექტორში ინვესტირება, როცა ვინილზე მოთხოვნა ჯერ-ჯერობით საჭირო დონეზე არ აწეულა.

მიუხედავად წინააღმდეგობებისა ვინილის გაყიდვები არ შეჩერდება და პოპულარული ტრეკების ფირფიტებზე მოსმენა ისევ შესაძლებელი იქნება ფანებისთვის, რაც ყველაზე მთავარია.