Search

Google და Skrillex სმარტ ქეისებს უშვებენ

Google-მა Android სმარტფონებისთვის წარმოადგინა დამცავი ქეისების ხაზი, რომლებიც შეიმუშავა პოპულარულ ამერიკელ დიჯეი Skrillex-თან თანამშრომბლობით. აქსესუარები გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით: ქეისთან ერთად Google გვთავაზობს ცოცხალ ფონებს, რომელიც დღის განმავლობაში გვაჩვენებს სპეციალური საჰაერო ბურთის სატელიტიდან გადაღებულ დედამიწის სურათებს. სატელიტს სონი მურის ძაღლის პატივსაცემად, Nanou დაარქვეს. ქეისებზე არის სპეციალური ღილაკი, რომელიც სმარტფონზე გახსნის Skrillex-ის YouTube არხს. ამ ღილაკის ფუნქციონალის […]

HTC One M9-ს ცეცხლი წაუკიდეს

ვარდნის ტესტების უმეტესობაში, მოწყობილობას გარკვეული სიმაღლიდან აგდებენ. HTC One M9-ზე ჩატარებული ტესტებიც ასე დაიწყო: სპეციალისტებმა რამდენჯერმე დააგდეს სმარტფონი და შეაფასეს კოსპუსის მდგომარეობა. მოწყობილობის ეკრანით დაგდებისას, ეკრანის დამცავმა ფენამ მიიღო დაზიანება, თუმცა სმარტფონმა გააგრძელა ფუნქციონირება. ამ ტესტების შემდეგ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად დაცულია HTC M9-ის კორპუსი. გახურების ტემპერატურამ მიაღწია 700 გრადუსს ცელსიუსით. აპარატი უბრალოდ დადნა.