Search

ანონიმური სოციალური ქსელი Secret მალე დაიხურება

Secret

შექმნიდან 16 თვის შემდეგ ანონიმური სოციალური ქსელი Secret მალე დაიხურება.

სხვა სტარტაპებისგან  განსხვავებით, Secret-ის სერვისის დახურვის მიზეზი ფული არ გახლავთ. აპლიკაცია 100 მილიონი ა.შ.შ დოლარად ფასობს.

ბლოგ პოსტში ახსნილია თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ სერვისის გაუქმება. კომპანიის თანა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ის გეგმავს ინვესტორებისთვის ფულის უკან დაბრუნებას.

ინოვაცია მოითხოვს წარუმატებლობას, მე მჯერა, რომ წარუმატებლობა მოგვცემს საშუალებას ახალი და განსხვავებული შეცდომის დასაშვებად

2014 წლის აგვისტოში, Secret მხოლოდ 10 თვის იყო. ამ დროს ის ყველაზე პოპულარული ანონიმური სოციალური ქსელი იყო. სოციალურ ქსელების კატეგორიის შორის ის #11 ადგილს იკავებდა, Apple-ს App Store-ში კი გადმოწერებით ის #61-ე ადგილზე იყო.

აპლიკაცია დიდი პოპულარობით სარგებლობდა ისრაელში და რუსეთში. ის იქ პოლიტიკური დისკუსიების მიზნით გამოიყენებოდა.

Secret ხშირად იღებდა კრიტიკას კიბერ ბულინგის, ინტერნეტით განხორციებული ჩაგვრის გამო. მაგალითად, აპლიკაცია ბრაზილიაში აკრძალული იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაცია პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის.