მძიმეა და მოსაწყენი, როცა უყურებ თანამედროვე როუტერებს, განსაკუთრებით ძვირ მოდელებს. მოწყობილობის ყიდვის შემდეგ გიკი პირველ რიგში გირჩევთ შეცვალოთ პროგრამული უზრუნველყოფა (firmware) ალტერნატიულით, ქარხნულის არასტაბილურობის გამო, ხოლო ზოგიერთს კი უწევს შეეგუოს მოცემულობას. საშინაო ქსელური მოწყობილობების დიდი უმრავლეოსბა ნაკლებ ყურადღბას აქცევენ უსაფრთხოებას, ძალიან გვიან აახლებენ სოფტს და ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხსნიან მოდელის მხარდაჭერას.

CZ.NIC-ის გუნდმა ჩეხეთიდან მშვენიერი მარშრუტიზაციის დემონი BIRD შექმნა და ახლა ისინი გვთავაზობენ მძლავრ საშინაო როუტერს, რომელიც არ დაიხრჩობა გიგაბიტიანი ტრაფიკისგან, აქვს დიდი ROM და RAM, რომ მასზე შესაძლებელი იყოს გავუშვათ ნებისმიერ რამ, მათ შორის LXC და Docker-კონტეინერები, სრულყოფილი საოპერაციო სისტემით, რომლიც მხარდაჭერილია Open Source და Open Hardware საზოგადოების მიერ. განახლებები ავტომატური იქნება, მომხმარებლის ჩარევის გარეშე და მოხდება მყესეულად, როგორც კი დეველოპერები დახურავენ ამა თუ იმ უსაფრთხოების ხვრელს. ამის გარდა ავტორებს აქვთ honeypot-ის მხარდაჭერა, რომელიც როუტერების სიმულაციას აკეთბენ მათ სერვერებზე, რითაც მიმდინარე ხვრელების მონიტორინგი ხდება.

Turris Omnia:

მარშრუტიზატორი მუშაობს Turris OS-ის ბაზაზე, რომელიც ცნობილი OpenWRT-ის ფორკია. ავტორები გვპირდებიან, რომ მათ მიერ დამატებული ფუნქციონალის ბექპორტი აუცილებლად მოხვდება ორიგინალურ პროექტში.

მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია Indiegogo-ს გვერდზე 99$ მხოლოდ პლატის სახით, ხოლოდ სრული მოდელი 179$ ღირს, რა თქმა უნდა WiFi მოდულებით.

მიმდინარე მომენტისთვის პროექტი 466%-ით დაფინანსდა და შეაგროვა 466,469 $ შეაგროვა.

წყარო: Indiegogo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.