დამოუკიდებველი კვლევითი ორგანიზაციის Counterpoint-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანია Huawei-მ სმარტფონების მწარმოებლებს შორის გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
2017 წლის ივნისის და ივლისის შედეგების მიხედვით, კომპანია Huawei-მ Apple-ს გადაუსწრო და ერთი ნაბიჯით ბაზრის ლიდერს Samsung-ს მიუახლოვდა.
ივნისში და ივლისში რეალიზებული სმარტფონების რაოდენობით პირველ ადგლიზე კომპანია Samsung გავიდა. პირველი ადგილის დაკავებაში თავისი როლი ითამაშა ფლაგმანურმა აპარატებმა Galaxy S8 და Galaxy S8+, ხოლო ლიდერული პოზიციის გამყარებაში კომპანიას საშუალო დონის საფირმო გაჯეტები — Galaxy J7 Prime და A5 (2017) დაეხმარნენ.
მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი ივლისის მდგომარებით იყო, iOS-ის მართვის ქვეშ მყოფი ელექტრონიკა — iPhone 7 და iPhone 7 Plus. მსოფლიოში გაყიდვების მიხედივთ მათ 4 % და 2,9 % შეხვდათ. შემდეგ მოდის Oppo-ს სმარტფონები, რომლებსაც აზიურ ბაზარზე პოპულარობა საკმაოდ მყარად უჭირავთ, რაც ანალიტკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. Oppo R11-ის და Oppo A57-ის შემოდგომ განთავსდნენ, სამხრეთ კორეული ბრენდის ტოპ-მოწყობილობები და Xiaomi Redmi Note 4X.
ივლისის თვეში ყველაზე გაყდივადი სმარტფონების ათეულში არ შესულა Huawei-ის გაჯეტები, რაც Counterpoint-ის ანალიტაკის მიმართ გაკვირვებას იწვევს. მით უფრო, რომ ჩინურმა კომპანიამ Apple-ის პოპულარული სმარტფონების iPhone 7-ის და iPhone 7 Plus-ის შევიწროვება შეძლო. ანალიტიკოსების განცხადებით, მათ ეს ყველაფერი საშუალო დონის მობილური მოწყობილობების ნაირსახეობის და ფართო ბიუჯეტური გადაწყვეტილებებით მოახერხს. არ არის გამოკვეთილი ლიდერი, რაც Huawei-ის ყველა მოდელზე თითქმის თანაბარ მოთხოვნას აჩენს.
წყარო: GSMArena