HMD Global-მა მოულოდნელად გამოუშვა ახალი სმარტფონი Nokia 7, რომლის რელიზი ჭორების თანახმად მომავალ წელს უნდა შემდგარიყო. სმარტფონი ჩინეთში წარმოადგინეს და მალე ის სხვა ბაზრებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

Nokia 7 – კომპანიის პირველი სმარტფონია, ორმლეიც შუშის და ალუმინის კომბინაციით არის შექმენილი. უკანა პანელი აღჭურვილია სამ-ფენიანი 3D შუშით Gorilla Glass 3, რომელიც ალუმინის ჩარჩოშია მოთავსებული. IP54 რეიტინგი მოწყობილობას წყლის წვეთებისგან დაიცავს.

Nokia 8-ის მსგავსად მას საკმაოდ დიდი ჩარჩოები აქვს ეკრანის ზევით და ქვევით. ქვედა პანელზე განთავსებულია მოცულობითი ღილაკები Android-ის სამართავად. Nokia 7 წარმოდგენილია შავსა და თეთრ ფერებში, თუმცა მომავალში შესაძლოა სხვა ვარიანტებიც ვიხილოთ.

ტექნიკური მონაცემები:

სმარტფონა მიიღო Dual-sight ტექნოლოგია, რომელიც ორივე კამერით ერთდროულად იღებს და მას HMD Global “Bothies”-ს უწოდებს.

OZO აუდიო ტექნოლოგიით Nokia 7-ს შეუძლია 360 გრადუსიანი ხმა ჩაიწეროს. სხვა ფუნქციებს შორის აღსანიშნავია უკანა პანელზე მოთავსებული თითის ანაბეჭდების სკანერი, USB-C პორტი, 3,5 მმ. აუდიო კონექტორი, LTE ქსელები, Wi-Fi, Bluetooth 5.0, NFC და GPS.

Nokia 7 ჩინეთში 24 ოქტომბრიდან შემოვა გაყიდვაში. მოდელს 4 გიაბაიტი ოპერატიურლით 2499 იუანად შეიძენთ (დაახლ. 950 ლარი) ხოლო 6 გიგაბაიტიანი მოდელი 2699 იუანი (დაახლ. 1000 ლარი) ეღირება. ინფორმაცია სხვა ქვეყნებში გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობნით უცნობია.
წყარო: navigator.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.