უკანასკნელი წლების განმავლობაში, სმარტფონებში ნაკლებად თუ შეხვდებით ნოვაციებს. მწარომებლებს უმეტესობა ფლაგმანურ სმარტფონებშიც კი, მხოლოდ გაზრდილ წარმადობას და მცირე განახლებებს გვთავაზობენ. თუმცა ყველა ერთ ადგილზე გაჩერებას არ აპირებს: ZTE გვთავაზობს აპარატს, რომელსაც მობილური ბაზრის გამოცოხლება შეუძლია.
2015 წელს მოდულის ტიპის დიზანის მქონე აპარატებმა სცადეს ყურადღების მიქცევა, მაგრამ მსგავსმა პროექტებმა Motorola-ს გარდა, წარმატებას ვერ მიაღწიეს. დრეკად დისპლეებზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა მასიურ ბაზარზე ჯერჯერობით მსგავსი არაფერია, თუ არ ჩავთვლით Samsung Galaxy X-ს, რომლის ანონსიც 2018 წელს არის მოსალოდნელი.
Android Authority გვამცნობს, რომ ZTE საინტერესო აპარატის Axon Multy-ს წარდგენას აპირებს. ჟურნალისტების ინფორმაციით სმარტფონის სახელი იქნება Axon M, ხოლო მისი წარდგენა სპეციალურ ღონისძიებაზე 17 ოქტომბერს შედგება. სავარაუდოდ, პროდუქტი ორ Full HD ეკრანს მიიღებს, რომლებსაც ერთ 6,8-დიუმიან ეკრანად გარდაქმნა შეეძლებათ. გარჩევადობა არის 1920 × 2160. დაკეცილ მდგომარებოაში ის ჩვეულებრივი სმარტფონი გახდება, რომელსაც შედარებით სქელი კორპუსი ექნება.
თუ კონსტრუქცია საიმედოდ იქნება შესრულებული და ასევე, ის იქნება მოხერხებული, მაშინ მას პლანშეტის სრულფასოვნად ჩანაცვლება შეეძლება.
გვატყობინებენ, ZTE Axon M-ის თითოეულ დისპლეიზე თითო აპლიკაცია გაეშვება — ორეკრანიანი აპარატის პატარა ბონუსი.სიახლე რამდენად ნოვატორული და მიმზდველი აღმოჩნდება, ამას ერთ თვეში ნიუ-იორკის პრესკონფერენციაზე ვიხილავთ.
წყარო: Android Authority