მარცხნივ – ვარსკვლავი HR 8799 “ჰაბლის” თვალებით ცენტრში – სურათი, რომელზეც დამუშავების შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ პლანეტები მარჯვნივ – HR 8799-ის პლანეტარული სისტემა, ნეპტუნის ორბიტით, შდარებისთვის (NASA / ESA / STScI.-ის სურათი)
ამერიკელმა ასტრონომებმა ტელესკოპ “ჰაბლის” სურათების დეტალურად შესწავლისას აღმოაჩინეს ორი ეგზოპლანეტა.
2007-2010 წლებში ასტრონომთა ჯგუფმა კანადიდან, კრისტინ მაუერის ხელმძღვანელობით, დედამიწის ობსერვატორიებიდან გადაღებული სურათების მეშვეობით აღმოაჩინეს ოთხი გიგანტური ეგზოპლანეტა, რომლებიც ვარსკვლავ HR 8799-ის გარშემო ბრუნავენ. ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავი პეგასის თანავარსკვლავედიდან ჩვენგან 129 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.
2009 წელს დევიდ ლაფრენიტმა, მონრეალის უნივერსიტეტიდან (კანადა) გადაწყვიტა ამ პლანეტარული სისტემის ანალიზის გაკეთება, მათი ფოტოების გამოყენებით, რომლებიც 1998 წელს კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” გადაიღო. სპეციალისტმა სურათების ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ შეძლო, განესაზღვრა ოთხიდან ყველაზე უფრო მოშორებული პლანეტა და ასევე მისი ორბიტის გამოთვლაც კი.
ესტაფეტა ახლა უკვე გადაეცათ მკვლევარებს The Space Telescope Science Institute-დან (ა.შ.შ) რომელსაც რემი სომერი ხელმძღვანელობს: “ჰაბლი” სწორედ მათ დაქვემდებარებაშია. ბატონმა სომერმა და მისმა კოლეგებმა ათი წლის წინანდელი დაახლოებით ხუთასი სურათი შეისწავლეს დეტალურად; მათ HR 879-ისგან დაშორებული სამი პლანეტის ორბიტალური პერიოდები გამოთვალეს (ვარსკვლავთან ახლოს მყოფი პლანეტა თითქმის არ ჩანდა), არამედ ასევე აღმოაჩინეს ორი აქამდე უცნობი ეგზოპლანეტაც.
იმ დროინდელი სურათების თანამედროვეებთან შედარება იძლევა პლანეტების ტრაექტორიების განსაზღვრის საშუალებას.
მეცნიერები ასეთი მეთოდით კიდევ 400 ვარსკვლავის შესწავლას აპირებენ, რომელთან ახლოსაც შესაძლოა იყოს პლანეტები. უკვე ჩატარებული სამუშაოების შედეგები გამოჩნდება ჟურნალ Astrophysical Journal-ში.
გამოყენებულია NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მასალები.

