კომპანია HTC მიმდინარე კვარტალში დაიწყებს კომუნიკატორის Sensation XL-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3.5 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით Sense 3.5 UI.
სიახლე — ერთბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon MSM 8255 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 16 გბ. 4,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი დაცულია Gorilla Glass-ის მინით; ეკრანის გარჩევადობა — 480×800 წერტილი.
მთავარ კამერას გააჩნია 8-მეგაპიქსელიანი მატრიცა და ორმაგი შუქდიოდური გაელვება, მხარდაჭერილია ვიდოეს ჩაწერა 720р ფორმატში; ასევე არის 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა ვიდეოზარებისთვის. აპარატის სხვა მახასიათებლებია ასეთია: Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი, აქსელერომეტრი, MicroUSB, MicroSD სლოტი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 600 მა/სთ.
სმარტფონი აღჭურვილია მაღალხარისხიანი აუდიოსისტემით Beats Audio; კომპლექტში შედის ყურსასმენები. კორპუსის სისქე — 9,9 მმ; მხარდაჭერილია HSDPA მობილურ ქსელებში მუშაობა. Sensation XL-ის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: TechConnect Magazine

