კომპანია Toshiba-მ CEATEC Japan 2011-ის გამოფენაზე (4-8 ოქტომბერი, ტოკიო, იაპონია) წარმოადგინა ტელევიზორი Regza 55×3 55-დიუმიანი დიაგონალით.
სტანდარტულ 2D-მატერიალებთან მუშაობისას პანელის გარჩევადობა აღწევს 3840×2160 პიქსელამდე (ფორმატი Quad Full HD).
სიახლეს, ასევე გააჩნია სამგანზომილებიანი კონტენტის მხარდაჭერა — თუმცა, ამ შემთხვევაში გამოსახულების გარჩევადობა ნაკლებია. სტერეოსკოპური სურათების სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები; ჩაშენებული სისტემა, რომელიც თვალყურს ადევნებს მაყურებლის მდგომარებას, უზრუნველყოფს 3D-ეფექტს რამოდენიმე ადამიანისთვის.
იაპონიაში ტელევიზორი Regza 55×3 გაყიდვაში გამოჩნდება დეკემბრის შუაგულში; საწყის ეტპაზე წარმოების მოცულობა იქნება 1 000 ცალი თვეში. მისი ფასი — $11 730; როდის გამოჩნდება მოწყობილობა სხვა ქვეყნებში, ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=KTEwbb2rNfQ
წყარო: PhysOrg

