ფრანგულმა კომპანიამ eviGroup-მა დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი SmartPaddle 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით.

ის არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ერთბირთვიან პროცესორს Atom N455-ს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ასევე  შემოთავაზებულია 32 გბ-ანი SSD-ს ან 120 გბ-ანი HDD-ის დაყენება. ეკრანის გარჩევადობა — 1024×60 წერტილი.

პლანშეტს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 2.1 ადაპტერები, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონური დინამიკები, სიმ-ბარათის სლოტი, სამი USB-პორტი და ასევე MicroHDMI ინტერფეისი.

SmartPaddle-ის სისქე შეადგენს 14,6 მმ-ს, ხოლო წონა — 890 გ. აკუმულატორული ემელენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს ხუთ საათამდე. ოპერაციულ სისტემის როლს ასრულებს Windows 7, დამატებითი საფირმო ინტერფეისით Scale 3D. ფასი — 550 ევროდან.

წყარო: eviGroup

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.