
23 ოქტომბერს ოპერატორმა Sprint-მა დაიწყო «GooglePhone» Admiral-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Motorola Mobility-მ.
აპარატი შესრულებულია მძლავრ კორპუსში ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-810G-ის შესაბამისად: ის უძლებს ვარდნას და დარტყმას, ის ასევე დაცულია წყლის წვეთებისგან, მტვრისგან, რყევისგან, ვიბრაციისგან და ტემპერტურის ვარდნისგან.
სმარტფონში გამოყენებულია ერთბირთვიანი პროცესორი Qualcomm ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. 3,1-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ, რომლის გარჩევადობაც არის 480×640 წერტილი განთავსებულია კლავიატურა QWERTY განლაგებით.
სიახლის არსენალში შედის: ფლეშ-მოდული მოცულობით 4 გბ, მათავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური განათებით (მხარდაჭერილია ვიდეოს ჩაწერა 720p ფორმატში), MicroSD-სლოტი, Wi-Fi-ადაპტერი (802.11b/g/n), Bluetooth 2.1 მოდული, GPS-მიმღები, ელექტრონული კომპასი და აკუმულატორი მოცულობით 1 860 მა/სთ. ოპ.სისტემა — Android 2.3.
Admiral განკუთვნილია CDMA ქსელებში გამოსაყენებლად. აპარატის ღირებულება შეადგენს 100 დოლარს (ორწლიანი სააბონენტო კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში).
წყარო: Motorola Mobility

daaxloebit ra girs saqartveloshi xo ar icit?
საქართველოსშ სამწუხაროდ არ იყიდება