Nokia N9 – არის ყველაზე საინტერესო სმარტფონი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა ამ ბოლო დროს. საქმე იმაშია, რომ N9 – არის პირველი და უკანასკნელი მოწყობილობა MeeGo პლატფორმაზე, რომელიც Intel-თან თანაშმრომლობით ვითარდებოდა და შემდეგ დაიხურა. პლატფორმის დახურვაზე ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აწი მისი მართვის ქვეშ არც-ერთი მოწყობილობა არ გამოვა. გაყიდვაში გამოსვლისთანავე ყველა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე განსხვავებული მოწყობილობა რაც კი რამ გამოუშვია Nokia-ს და მის კონკურენტებს.

ბევრი თვლის, რომ მოწყობილობა ძალიან გავს Apple-ის iPhone-ს და ეს გარკვეულ წილად ასეცაა. მას აქვს სწრაფი და ჰაეროვანი სამომხმარებლო ინტერფეისი, ყველა გრაფიკული ელემენტი ლამაზად არის გამოხატული, არ გამოიყენება არანაირი ფიზიკური ღილაკი სისტემასთან ურთიერთქმედებისთვის, არ არის ვიჯეტები და შეტყობინებები მათ მაგივრად, გაშვებისას ირთვება რამოდენიმე პროგრამა. მოწყობილობას არა აქვს მეხსიერების ბარათების სლოტი და იყენებს micro SIM ბარათებს. კარგია თუ ცუდი ეს? უპირველეს ყოვლის iPhone არის ეტალონი და მისი მსგავსი მოწყობილობის გამოჩენა უკვე არ არის სიახლე. მსგავსი მიმართულებით მიდის Anroid და Windows Phone პლატფორმებიც.

ზოგიერთი რევიუვერი ამბობს, რომ ეს არის N900-ის იდეოლოგიური გაგრძელება Maemo პლატფორმისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ მოწყობილობა iPhone-ის აუდიტორიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რომელიმე სხვასთან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინა თაობის Maemo სმარტფონი იყო ენთუზიასტების პლატფორმა და მას ქონდა ფიზიკური QWERTY კლავიატურა, აქ კი უმთავრესი დატვირთვა თვისებებშია და არა ინტერფეისსა და დიზაინში.

Nokia N9 არსებული Symbian-სმარტფონების ფონზე ძალიან გამოკვეთილად ჩანს და ეს მისი უჩვეულო მონაცემებითაა განპირობებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ წინასწარი შეკვეთებით მან თუნდაც Nokia N8-ს გაუსწრო. გაყიდვების დაწყებიდან აღინიშნება ამ სმარტფონზე სტაბილური და უფრო მეტი მოთხოვნა ვიდრე N8-ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ობლად დარჩენილი პლატფორმისათვის.

აპარატული მონაცემებით ეს მოწყობილობა ენთუზიასტების ყველა მოლოდინს აჭარბებს Noklia-გან, მას აქვს ორ-ბირთვიანი პროცესორი, მისი პროგრამული პლატფორმა ძალიან კარგად არის ოპტიმიზებული აპარატულ საშუალებებთან და რაც მთავარია, მასზე სერიოზული გრაფიკული მოთხოვნების მქონე თამაშებიცაა პორტირებული.

ოპერაციული სისტემა, რომელიც მართავს სმარტფონს არის MeeGo (Harmattan 1.2) Nokia N9, რომელიც ორიენტირებულია სრულფასოვან მრავალამოცანიანობაზე, რაშიც მას ეხმარება 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, სამუშაო მაგიდის ერთ ერთი დაფა სრულიად ეთმობა გაშვებულ პროგრამებს. ეს არ არის მხოლოდ პროგრამების იკონები, როგორ Android-სა და iOS-ში – ეს არის გამოსახულება ამა თუ იმ პროგრამის მიმდინარე მდგომარეობის სრული სურათით. სანამ დეტალურ განხილვას შევუდგებოდეთ მანდამდე გადავხედოთ მოწყობილობის ტექნიკურ მონაცემებს:

ქსელები: GSM / GPRS / EDGE 850/900/1800/1900 UMTS / HSDPA 850/900/1700/1900/2100

ეკრანი: AMOLED 3,9 დიუმი, მოცულობითი სენსორი მულტითაჩით, 854×480 წერტილი, 16 მილიონი ფერი, დაცული გამოზნექილი Gorilla Glass ფენა ბლიკსაწინააღმდეგო საფარით.

კამერა: 8 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსითა და Carl Zeiss-ის ოპტიკით, ვიდეო 1280×720, 30 კადრი წამში, შუქდიოდური გაელვებით.

მეხსიერება: ჩაშენებული 16/64 გიგაბაიტი

პროცესორი: TI OMAP 3630, 1 Ghz Cortex A8, გრაფიკული ამაჩქარებლით PowerVR

კომუნიკაცია: Bluetooth 2.1, USB 2.1, Wi-Fi 802.11 b/g/n

ჩასმული მოდული GPS, Ovi Maps უფასო ნავიგაცია

NFC (Near Field Communication)

3.5 მმ აუდიო ჯეკი, არაკონვერტირებული ვიდეოკოდეკების მხარდაჭერა.

აკუმულატორი: BV-5JW, 1450 მა/ს

საუბრის რეჟიმში – 11 საათამდე

მოლოდინის რეჟიმში – 450 საათამდე

ფლეერის რეჟიმში – 50 საათამდე

ზომა: 116,5×61,2×7.3-12,1 მმ

წონა: 135 გ.

N9 და MeeGO ამ სახით არის უნიკალური და ერთადერთი აპარატი, რომელსაც არ ექნება გაგრძელება. ერთის მხრივ ეს უარყოფითად მოქმედებს გაყიდვებზე, იმიტომ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ გაიზრდება მომავალში. მეორე არის ის რომ საჭირო მინიმუმი – თამაშები და სოციალური ქსელების კლიენტები, მესინჯერები, მშვენიერი ბრაუზერი და სხვა მრავალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი იყენებს უმთავრესათ მას აქვს. თუ თქვენ გსურთ პროგრამების და თამაშების ულევი რაოდენობა, მაშინ ეს აპარატი თქვენთვის არ არის. სხვა შემთხვევაში თქვენ კმაყოფილი დარჩებით მოწყობილობის მუშაობით სრულიად.

დიზაინი და თავისებურებები

Nokia N9 შესრულებულია უნიბოდი კორპუსში, მაგრამ არა მეტალისგან როგორც N8 და E7, ის პოლიკარბონატისგანაა ჩამოსხმული. ეს არის ერთგვარი მასალის პლასტიკური ბლოკი ყველანაირი საღებავების გარეშე. აპარატი მონოლითურია, პლასტმასი ხავერდოვანი, რომელზეც არ ჩანს ნაკაწრები და ღრმულები. ღრმა ნაკაწრებიც ძალიან ძნელად ემჩნევა ამ მასალისგან შექმნილ კორპუსს. ეს ის შემთხვევაა, როცა მეტალის კორპუსს მართლაც ჯობია პლასტმასის მონოლითი, რომელიც ძალიან კარგად არის შესრულებული. მოწყობილობა კარგად გამოიყურება და ხელში დაჭერისას სასიამოვნო შეგრძნებას გვიტოვებს.

გათვალისწინებულია სპეციალური შალითებიც, რომელიც ამ შემთხვევაში პლასტმასისგანაა შესრულებული და ძალიან მტკიცედ ჯდება კორპუსის გარშემო. ფერები არ განსხვავდება კორპუსის ფერისგან: შავი, ვარდისფერი და ცისფერი. შალითებს აქვთ ერთი პატარა პრობლემა: სასაუბრო დინამიკის ჭრილი აპარატს ძალიან პატარა აქვს და შალითა მას ნახევრად ფარავს, რაც ისედაც ჩუმ დინამიკს უფრო აჩუმებს და მოგვიწევს კომფორტული პოზიციის ძიება საუბრისას. შალითის გარეშე მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა.

კორპუსზე არ არის ჭრილები და არის მხოლოდ მინიმალური რაოდენობის ღილაკები გვერდითა პანელზე. გამორთვის და ბლოკირების ღილაკი და ხმის რეგულატორი. აღსანიშნავია, რომ განბლოკვა შესაძლებლია ეკრანზე ორჯერ დაკაკუნებით 🙂

დინამიკი კორპუსის ქვედა მხარესაა ელეგანტურად მოთავსებული, ზევით არის ორი კონექტორი, რომელიც დაფარულია ორი ხუფით. ერთი კონექტორი არის სტანდარტული miniUSB კონექტორისთვის, რომელიც გამოიყენება დამტენი მოწყობილობისა და კომპიუტერთან შეერთებისათვის. მეორე ხუფის ქვეშ არის სიმ ბარათის სლოტი, რომელიც შესრულებულია კასეტის სახით, ისევე, როგორც iPhone-ში. ძალიან ბევრი პოტენციური მომხმარებლისთვის ეს მინუსია, მათ მოუწევთ სიმ-ბარათის მოჭრა ან ახალი micro SIM-ის შეძენა რაც ბევრისთვის უსიამოვნო ნიუანსს წარმოადგენს.

სმარტფონის უკანა ზედაპირზე არის მხოლოდ 8 მეგაპიქსელიანი კამერის ობიექტივი და ორმაგი შუქდიოდული გაელვება, ყველაფერი ეს მოთავსებულია ლამაზი მეტალის ჩარჩოში, რომელიც სამწუხაროდ ადვილად იკაწრება. ეს ერთადერთი პრიალა ელემენტია მთელი მოწყობილობის ზედაპირზე.

ეკრანი

ეკრანი დიდია, 3,9 დიუმი, გაფართოებით 854х480 (16:9), გამოიყენება AMOLED ტექნოლოგიით და დაცულია Gorilla Glass-გამოზნექილი შუშით, რომლეიც სპეციალურად არის პოლარიზებული და ირეკლავს დაცემულ შუქს, რის ხარჯზეც უკეთესად ჩანს მზის შუქზე, ხოლო შავი ფერი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. რეალურად ეკრანი ძალიან კარგია, AMOLED ტექნოლოგიის განვითარებული ვარიანტი და გამოსახულებანებისმიერი კუთხიდან კომფორტულად ჩანს.

ეფექტურად გამოიყრება ეკრანი და განსხვავებით ანდროიდ სმარტფონების 4,3 დიუმისა, რომელიც ფართოა და ცოტათი მოუხერხებელიც, არ ითვლება Sony Ericsson Xperia arc, რომელშიც ეს პრობლემა მოგვარებულია. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ იგრძნობა iPhone 4-ის ზეგავლენა.

ცოტა ხნის მოხმარების შემდეგ შევამჩნიე N9-ს ეკრანის სუსტი წერტილებიც. AMOLED მატრიცა შესრულებულია PEN Tile ტექნოლოგიით, შესაბამისად ტექსტი ყოველთვის არ ჩანს გლუვად და რეალური გაფართოება ცოტათი მცირეა ვიდრე გრაფიკული. ეს თავისებურება ახასიათებს სხვა სმარტფონებსაც (მაგ. Samsung Galaxy S, Motorola Atrix და ა. შ.) და ვლინდება მხოლოდ ტექსტის გამოსახვისას, ბრაუზერში, როცა ფილმის ყურებისას და ფოტოების დათვალიერებისას მსგავსი რამ არ ხდება. Gorilla Glass – ამოზნექილი შუშა ძალიან ორიგინალურად გამოიყურება, მაგრამ გარანტირებულია მზეზე ბლიკების გამოჩენა.

ეკრანი არის უმთავრესი, უფრო სწორად ერთადერთი მართვის საშუალება, მთელი ინტერფეისი დაფუძნებულია ჟესტებზე. არის პარამეტრები თუ როგორ მოახდინოს ეკრანმა რეაგირება კონკრეტულ ჟესტებზე – მარცხნიდან, ქვევიდან, ზევიდან და მარჯვნიდან – შეიძლება დავუბრუნდეთ პროგრამების სიას, ან დავხუროთ ის, ან გავხსნათ მრავალამოცანიანი დაფა და ასე შემდეგ. რამოდენიმე საათის აქტიური მოხმარების შემდეგ ინტერფეისს და ჟესტებს ძალიან ადვილად შევეჩვიე და საკმაოდ კომფორტულიც აღმოჩნდა მსგავსი ტიპის მართვა. უნდა აღვნიშნო, რომ iPhone-სა და Android-ის შემდეგ სადაც მიჩვეული ვარ თუნდაც ერთი ფიზიკური ღილაკის გამოყენებას, ჩემი აზრით ამ მოწყობილობას უნდა ქონდეს ერთი მაინც ღილაკი, რომელიც მას მთავარ ეკრანზე დააბრუნებს როგორც iOS-ის შემთხვევაში, თუმცა MeeGO-ს თავისებურებებიდან გამომდინარე გაკეთებული არჩევანი ლოგიკურია და ამიტომაც ამ მოწყობილობას არ აქვს ფიზიკური ღილაკი. აღსანიშნავია, რომ იგივე მიმართულებით ვითარდება Android და შემდეგი თაობის 4.0 ვერსიაში და ეტალონად მიღებულ Galaxy Nexus-ში ამოღებულია ფიზიკური ღილაკები და ყველანაირი მართვა მხოლოდ გრაფიკულ ინტერფეისზეა გადატანილი.

ინტერფეისი

 

Swipe – არის უმთავრესი რამ, რაც ახასიათებს Nokia N9-ს. მართვის სრულიად ახალი წესი, რომელშიც არ არის აპარატული ღილაკების ადგილი, ყველანაირი მოქმედება სრულდება ეკრანზე შეხებით. როგორც ზევით აღვნიშნე, აპარატის გაბლოკვაც კი შესაძლებელია ეკრანზე ორჯერ დაკაკუნებით. ასევე აღვნიშნე, რომ ნებისმიერ Swipe ჟესტისთვის შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციის მინიჭებაც. მართვის ამ მეთოდს მიჩვევა სჭირდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამას ძალიან სწრაფაგ გავართვი თავი და ვფიქრობ თქვენც რამოდენიმე საათში თუ არა მეორე და მესამე დღეს უკვე თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ.

გათვალისწინებულია სამუშაო მაგიდის სამი დაფა, ასევე ბლოკირები ეკრანი. ბლოკირების ეკრანზე გამოდის მიმდინარე მოვლენები (გამოტოვებული ზარები, შეტყობინებები, ფოსტა, კალენდარი, სისტემის განახლება), დრო, აკუმულატორის მუხტი. საერთო ჯამში ის არ არის ყველაზე ინფორმატიული, მაგრამ უფრო მეტია ვიდრე iOS 4.x და პრაქტიკულად სრულიად უტოლდება iOS 5.0-ს.

პირველი დაფა ეს არის პროგრამების ეკრანი, იკონების სტანდარტული ჩამონათვალი. სტილით და დიზაინით ის Symbian Anna-ს მოგვაგონებს, თუმცა მაღალი გარჩევადობის წყალობით ისინი უფრო ელეგანტურად გამოიყურება, ეს კარგად შესამჩნევი თავისებურებაა. სია კონფიგურირებადია და შესაძლებელია თანმიმდევრობის შეცვლა ისევე, როგორც iOS და Android პლატფორმებზე. შეუძლებელია საქაღალდეების შექმნა და პროგრამებზე სახელების გადარქმევა, რაც აშკარა მინუსია. ეს მაქსიმუმია იმის, თუ რისი თქმაც შეიძლება პროგრამების ეკრანზე.

მეორე წარმოდგენა არის გაშვებული პროგრამების ეკრანი. ისინი გამოისახება მინიატურების სახით, ეს შეიძლება იყოს 3×3  ან 2×2 ცხრილი, თქვენი არჩევანით რა თქმა უნდა. ყველა მინიატურა აჩვენებს პროგრამის მიმდინარე მდოგმარეობას, ანუ ზუსტად ის რაც ხდება პროგრამის შიგნით. თუ ბრაუზერში გახსნით ლინკს და არ დაელოდებით მის ჩატვირთვას, მინატიურაზე გამოჩნდება მთელი ჩატვირთვის პროცესი სურათებით და ტექსტით. სხვა სისტემებში მხოლოდ იკონებია წარმოდგენილი რითაც ძალიან განსხვავებული და სასიამოვნო ხდება ამ ეკრანით სარგებლობა. შესაძლებელია გაშვებული პროგრამების გამორთვა და გადაადგილება. ძალიან კარგად არის შესრულებული გრაფიკა და ანიმაცია, რაც ამ ეკრანის აშკარა უპირატესობაა სხვა მოწყობილობებთან და ოპ. სისტემებთან შედარებით.

მესამე ეკრანი არის შეტყობინებების ეკრანი, რომელზე შეიძლება გამოვიყვანოთ ახალი წერილები, სოციალური ქსელების აქტივობა და ამინდის ვიჯეტი. ამის გარდა აქ გამოდის ელ-ფოსტა და მსგავსი რამეები. რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნებოდა ყოფილიყო ვიჯეტების მხარდაჭერა, მაგრამ როგორც iOS-ში აქ ეს არ არის და ამ საკითხში ჩემი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ Android პლატფორმაზე შეიძლება შევაჩერო. კარგი ის არის, რომ არის ოთხ სტრიქონიანი სწრაფი გაშვების პანელი რომელიც ხელმისაწვდომია ბლოკირებულ რეჟიმშიც კი.

ამ სამ რეჟიმს შორის გადართვა ხდება ეკრანის გადაფურცვლით მარჯვნივ ან მარცხნივ, ასევე ხორციელდება როგრამების მართვაც. პროგრამებში არ არის დახურვის ღილაკები, რომ გადავერთოთ სხვა პროგრამაზე, საკმარისია გადავფირცლოთ ან გავასრიალოთ ხელი ზევით, რომ დაიხუროს პროგრამა. მიჩვევის შემდეგ ასეთი მართვა ძალიან დადებით ემოციებს აღძრავს, ყოველი შემთხვევისთვის მე ძალიან მესიამოვნა მსგავსი გამოცდილება. აპარატის 1 გიგაბაიტი ოპ. მეხსიერება ძალიან ბევრია და მისი სრულად დაკავება გაგვიჭირდება თუნდაც მძლავრი გრაფიკული თამაშები გაშვებით ან ბრაუზერში უშველებელი საიტების გახსნით.

თუ ეკრანის ზედა ნაპირს შევეხებით გამოჩნდება პანელი პროფილების შერჩევისთვის, იქ არის სამი პროგილი, რომლის პერსონალიზაციაც ადვილად შეიძლება პარამეტრებში. არის ვიბრო რეჟიმი ყველა პროფილისთვის, მელოდია (ნებისმიერი მელოდიის შერჩევა არის შესაძლებელი) კალენდარის ხმები და ელ ფოსტისა და მოკლე ტქსტური შეტყობინების რინგტონები.

რაც შეეხება ბრაუზერს. ის მაქსიმალურად ფუნქციონალურია, ისევე როგორც MicroB – N900-ზე. არის HTML5, Adobe Flash (დამტებითი ფლეერის სახით) გახსნილი გვერდები ეშვება, როგორც ცალკე პროგრამები და თავსდება მრავალამოცანიან  დაფაზე. ბრაუზერის ნებიმიერი გვერდის გამოტანა არის შესაძლებელი სანიშნის სახით მენიუში.

ქვევით არის კლავიატურის სქრინშოტები, ის მუშაობს ეკრანის ნებისმიერ ორიენტაციაში, არის კოპირება და ჩასმა, ენის გადართვა “სვაიპით” ტექსტის აკრება საკმაოდ სწრაფი და კომფორტულია და არის ვიბრაციია ღილაკებზე შეხებისას. არის ასევე ლუპა რომლითაც ხდება ნავიგაცია სიტყვების ჩასწორებისას.

პროგრამა ტელეფონი მოთავსებულია მთავარ მენიუში, მოწყობილობას არ აქვს ღილაკი, რომლითაც ხდება ზარზე პასუხი ან უაროფა. სატელეფონო ცნობარი სრულად არის დამოკიდებული ტელეფონის მეხსიერებაზე (ისევე როგორ iPhone-ში) პრაქტიკულად შეუძლებელია SIM-ზე მოთავსებული ნომრების მართვა. მიუხედავად ამისა სხვა დანარჩენი იდეალურად არის ორგანიზებული: სრულიად რედაქტირებადი კონტაქტის ველები, 5 ნომრით, დამატებითი ველებით და ა. შ. შენახვადი კონტაქტების რაოდენობა შეუზღუდავია.

პროგრამების ყიდვა ხორციელდება სტანდარტული მარკეტის საშუალებით. ასევე შესაძლებელია developer-mode-ის ჩართვა და როგორც Linux-ში ისე პროგრამების ტერმინალიდან დაყენება, მაგრამ ჩვეულებრივი მომხმარებელი დარწმუნებული ვარ ამ მეთოდს არ მიმართავს.

მულტიმედია

ფლეერის სამომხმარებლო ინტერფეისი ძალიან გავს Symbian Belle-ს, ქვევით არის მოთავსებული ოთხი ღილაკი და ეკრანის დანარჩენი ნაწილი უკავია ალბომის ყდას, არის კომპოზიციების სტანდარტული სორტირების საშუალება შემსრულებელბის, ალბობემის და ახლად დამატებული სიმღერების სახით. კარგად არის შესრულებული ვიზუალიზაციაც.

ფლეერის მინუსებიდან მინდა აღვნიშნო, რომ არ არის ექვალაიზერი, ასევე არანაირი ვიჯეტი მთავარი ეკრანისთვის. ტრეკების გადართვა მხოლოდ პროგრამიდან არის შესაძლებელი. პლიუსებიდან მინდა ვთქვა, რომ ხმის ხარისხი ძალია კარგია თუნდაც კომპლექტში შემავალი ყურსასმენებით, ის iPhone-ის სტანდარტულ ყურსასმენებს ჯობია დაბალი სიხშირეების უკეთესი გარჩევადობით. ხარისხი უკეთესია Nokia N8-თან შედარებითაც, ამით ის ყველაზე კარგი მოწყობილობაა N-სერიებში.

აპარატში არის 16 ან 64 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება (მაქსიმალური მობილურ მოწყობილობებში) ასევე არის ვიდეო ფორმატების სრული მხარდაჭერაც.  არის  AVI. MKV, MPEG4 და ა. შ. – ფილმები პრობლემების გარეშე ეშვება. პლეერი იმახსოვრებს ფილმის იმ მომენტს, რომელზეც შეყვეტთ ყურებას და მეორე გაშვებისას იქიდანვე აგრძელებს დაკვრას. არის Dolby Mobile ტექნოლოგიაც, რაც მშვენიერი ხარისხის ხმას უზრუნველყოფს ფილმების ყურებისას. ვიდეოს ყურების რეჟიმში აპარატი 8 საათს მუშაობს, ეს პრაქტიკულად რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც არ შეუძლია არც ერთ Android სმარტფონს.

კომუნიკაციები

თავიდან მინდა აღვნიშნო N9-ს მუშაობა Wi-Fi  და 3G ქსელებში. აქ ყველაფერიორგანიზებულია iOS-ის მსგავსად. პირველადი პრიორიტეტი აქვს  Wi-Fi ქსელს, მეორე არის 3G. პარამეტრებში შეიძლება შეერთების გააქტიურება ფონურ რეჟიმშიც – რაც სოციალური ქსელებისთვის და ელ-ფოსტისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველაფერი კომფორტულად არის მოწყობილი და უკეთესად ვიდრე Symbian სმარტფონებში სადა Wi-Fi და მობილური ქსელების მართვა გაცილებით რთულია.

როგორც კონკურენტ პლატფორმებში აქაც არის Wi-Fi დაშვების წერტილი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ჩვენი მობილური ინტერნეტი გავუზიაროთ სხვა მოწყობილობებს უკკაბელო ქსელის საშუალებით, ამისათვის არის მშვენიერი Wi-Fi Hotspot აპლიკაცია.

ერთ-ერთი საინტერესო და განმასხვავებელი ფუნქცია არის NFC. NFC არის უკაბელო მაღალსიხშირული კავშირი, მცირე რადიუსით. მისი საშუალებით შესაძლებელია მოწყობილობებს შორის ინფორმაცია გაივალოს 10 სანტიმეტრის მანძილზე. ის გამოიყენება გადახდებისთვის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფაილების სწრაფად გადასაცემად მოწყობილობებს შორის და Bluetooth აქსესუარების სწრაფი იდენტიფიკაციისათვის და შეერთებისათვის.

საქართველოში NFC ტექნოლოგია გამოიყენება მეტროპოლიტენსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ ჯერ-ჯერობით სმარტფონების რეგისტრაცია არ ხერხდება და გამოიყენება მხოლოდ პლასტიკური ბარათები.

GPS და Nokia Maps

აპარატში არის ჩაშენებული GPS მოდული, ტრადიციულად არის პროგრამა Nokia Maps. ეს არ არის იგივე რაც Symbian მოწყობილობებში, მაგრამ მაქსიმალურად უახლოვდება მათ შესაძლებლობებს. Wi-Fi-ს საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ქალაქის რუქის ჩამოტვირთვა და შემდგომში მისი ოფლაინ რეჟიმში გამოყენება.

კამერა

Nokia N9-ს კამერა 8 მეგაპიქსელიანია, ინტერფეისი ძალიან გავს N900-ის ვარიანტს, იგივე შავი-ცისფერი სქემა, მაგრამ უფო მეტი პარამეტრით. არის თაჩ-ფოკუსი, არის HD ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა 30 კადრი წამში სიხშირით და ავტომატური ფოკუსით.

რაც შეეხება ფოტოების ხარისხს: სინამდვილეში უფრო მეტს მოველოდი, N8-ს დონის სურათების გადაღება ვერ ხერხდება. უფრო ნაკლებია დეტალიზაცია, და რაც ყველაზე მთავარია, უფრო პატარაა მატრიცა. საბოლოო ჯამში მიიღება უფრო მეტი გადანათება ნათელ ფოტოებზე და კარგი ხარისხი ღრუბლიან ამინდში. კამერა ვერ შეედრება N8-ს კამერას მაგრამ 8 მეგაპიქსელიანი სხვა მოწყობილობებისთვის ის ნორმალური კონკურენტია. იხილეთ რამოდენიმე ფოტო მაგალითისთვის:

მუშაობის დრო

მიხარია, რომ ეს მოწყობილობა არ გახდა Android სმარტფონების ანალოგი და მას აქვს გაცილებით უკეთესი ენერგომოხმარება. AMOLED ეკრანი და პლატფორმის ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას Symbian-ის მაჩვენებლები. ზოგიერთი პარამეტრით ის Symbian-ს ჯობია, მაგ: მუსიკის გაშვება 50 საათი და ვიდეო 8 საათი. ეს მაჩვენებელი მიუღწეველია ნებისმიერ Android-ზე და iPhone-ზე.

უმრავლეოსბა მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს მინიმუმ ერთ დღეს სტაბილურად მუშაობის რეჟიმში, ორ დღეს საშუალო დატვირთვით როცა ვუსმენთ მუსიკას რამოდენიმე საათის განმავლობაში დღეში, კამერის გამოყენებისას, GPS, Wi-Fi და ა.შ. აკუმულატორის მოცულობა 1450 მა/სთ შეადგენს.

დასკვნით ნაწილში შემიძლია გითხრათ, რომ ინტერფეისი და ფუნქციონალი, რომელსაც ეს მოწყობილობა ფლობს საკმარისია ყველასათვის. ყოველი შემთხვევისათვის, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა ამ სმარტფონთან ხანმოკლე ურთიერთობის განმავლობაში. სოციალური ქსელების კლიენტები (skype, twitter, facebook) ძალიან კარგი ბრაუზერი, უფასო ნავიგაცი და დეტალური რუქები, რამოდენიმე თამაში (Angry Birds :-), Galaxy on Fire,  NFS Shift, Real Football, Sims 3) დროთა განმავლოაბაში გამოჩნება სხვა პროტირებული პროგრამებიც Symbian Maemo  რეპოზიტორიებიდან. ჩემთვის ყველაზე დიდი დანაკლისი იყო Google-ის სერვისებთან სინქორნიზაციის არქონა, არ არის ასევე Googel+ სოციალური ქსელის მხარდაჭერაც.

არის მინუსებიც, რომლებიც ფუნქციონალს ეხება. ეს არის ჩუმი დინამიკი, განსაკუთრებით შალითის გამოყენებისას; არ არის Adobe Flash-ის სრული მხარდაჭერა ბრაუზერში (არის მხოლოდ ცალკე პროგრამის სახით) არი რამოდენიმე პროგრამული ხარვეზიც, რომელიც მოიცავს არაზუსტ GPS-ის ჩვენებას ზოგიერთ ადგილებში, twitter-ის კლიენტს აკლია ფუნქციონალური შესაძლებლობები მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ პროგრამულ განახლებებში აუცილებლად გამოსწორდება აღნიშნული მინუსები. უმთავრესი პლიუსია მრავალამოცანიანობი რეალიზაცია, არის კარგი (არა იდეალური) კამერა, მუშაობის სიჩქარე და დადებითი შეგრძნებები ორიგინალური და მოხერხებული სამომხმარებლო ინტერფეისში.

კიდევ რისი თქმა შეიძლება? ძალიან მალე გაყიდვაში შემოვა Windows Phone ტელეფონები Nokia-გან, ისინი ისევე გამოიყურებიან, როგორც N9 რაც ძალიან კარგია, მაგრამ მე არც ისე კარგად ვარ განწყობილი WP7 პლატფორმის მიმართ, ასზე არ იქნება იგივე Swype ინტერფეისი, იგივე ფორმატების მხარდაჭერა. ამ მოწყობილობების მხოლოდ აპარატული შედარება იქნება შესაძლებელი ასე რომ ჯერ-ჯერობით N9 არის ნორმალური არჩევანი არც ისე მომთხოვნი (პროგრამული თვალსაზრისით)  მომხმარებლებისათვის. მე პირადად Android მოწყობილობების მხარეს ვარ და ჩემი მხრიდან ამ რევიუს გაკეთება გამოწვეული იყო Linux-ის მიმართ სიყვარულითა და ჩემი ძველი ნაცნობობით Maemo მოწყობილობებთან. მინდა ვთქვა, რომ Nokia-ს მხრიდან ამ მშვენიერი პლატფორმის მიტოვება არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, რაშიც უახლოეს მომავალში დავრწმუნდებით Windows მოწყობილობების გამოსვლის მერე აღრიცხული პირველი ფინანსური მაჩვენებლებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Nokia N9 – არის ყველაზე საინტერესო სმარტფონი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა ამ ბოლო დროს. საქმე იმაშია, რომ N9 – არის პირველი და უკანასკნელი მოწყობილობა MeeGo პლატფორმაზე, რომელიც Intel-თან თანაშმრომლობით ვითარდებოდა და შემდეგ დაიხურა. პლატფორმის დახურვაზე ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აწი მისი მართვის ქვეშ არც-ერთი მოწყობილობა არ გამოვა. გაყიდვაში გამოსვლისთანავე ყველა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე განსხვავებული მოწყობილობა რაც კი რამ გამოუშვია Nokia-ს და მის კონკურენტებს. (more…)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.