
კომპანია Samsung-მა დაიწყო SSD-დისკების წარმოება პორტატული კომპიუტერებისთვის.
ახალი დისკები, რომლებიც შედის PM830-ის სერიაში, დამზადებულია NAND ფლეშ-ბარათის ბაზაზე Toggle DDR ინტერფეისით, რომლებიც დამზადებულია 20-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. მათ გააჩნიათ SATA 3.0 კონტროლერი და mSATA კონექტორი.
SSD-დისკები შემოთავაზებული იქნება 32, 64, 128 და 256 გბ მოცულობით; ინფორმაციის წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარე აღწევს 500 და 260 მბ/წ-მდე შესაბამისად. ნახსენებია, მონაცემების შიფრირების მხარდაჭერა AES (Advanced Encryption Standard) ალგორითმის მიხდევით 256 ბიტიანი გასაღებით.
დისკები ზომები შეადგენს 50,95×30×3,8 მმ-ს, ხოლო მათი წონა არის დაახლოვებით, 8გ. მოსალოდნელია, რომ სიახლეები პირველ რიგში გამოყენებული იქნება, ულტრაბუქებში — თხელ და მსუბუქ პორტატულ კომპიუტერებში.
წყარო: Softpedia
