ჩინურმ კომპანია Meizu-მ წარმოადგინა ფლაგმანური კომუნიკატორი MX, რომლის შესახებაც ჭორი გამოჩნდა ზაფხულში.

როგორც იუწყებიან, სმარტფონი გაყიდვაში გამოვა 1 იანვრიდან, რომელსაც გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 4210 და 16 გბ ინტერგრირებული ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება. მოგვიანებით, 2012 წელს ხელმისაწვდომი გახდება მოდელი ოთხბირთვიანი ჩიპით და 32 გბ მეხსიერებით.

კომუნიკატორს აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა პანორამული გადაღების და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080р ფორმატში, სიჩქარით 30 კადრი წამში.

სენსორული დისპლეის ზომა შეადგენს 4 დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა არის  640×960 წერტილი. ასევე ნახსენებია, ორი მიკროფონი, MicroUSB პორტი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით  1 600 მა/სთ. აპარატის სისქე შეადგენს 10,3 მმ-ს.

თავდაპირველად სმარტფონს ექნება არსებითად მოდიფიცირებული ოპერაციული სისტემა Android 2.3.5 დასახელებით Flyme OS; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე. მხარდაჭერილია HSPA+ მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდჭერა.

Meizu MX-ის ფასი — იწყება 470 დოლარიდან.

წყარო: Meizu

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.