
ვებ-წყაროებზე დაყრდნობით კომპანია LG მაისში დააანონსებს კომუნიკატორს D1L-ს, რომელიც კონკურენიცას გაუწევს Galaxy S III-ს, რომელსაც გამოშავებად ამზადებს კომპანია Samsung. სავარაუდო მონაცემებით, D1L-ს ექნება 28-ნანომეტრიანი «სისტემა ჩიპზე» Snapdragon S4, რომელიც აერთიანებს ორ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც და გრაფიკულ კონტროლერს Adreno 225-ს. პროცესორი იძლევა მუშაობის საშუალებას: 3D-კონტენტთან, მაღალი გარჩევადობის ვიდეოსთან 1080p ფორმტაში, 8-არხიან (7.1) ხმასთან და კამერებთან გარჩევადობით 20 მლნ პიქსელი.
სმარტფონი მიიღებს 4,7-დიუმიან სენსორულ დისპლეის გარჩევადობით 720×1280 წერტილი და მეოთხე თაობის LTE მობილური ქსელების მხარდჭერას. ოპ. სისტემის როლში გამოყენებული იქნება Android 4.0 (Ice Cream Sandwich). სხვა მახასიათბლებეი ჯერჯერობით არ სახელდება.
მიმდინარე წელს LG გეგმავს 80 მლნ ფიჭური აპარატის რეალიზებას, მათ შორის დაახლებით 35 მლნ სმარტფონი იქნება, რომლიდანაც 8 მლნ, როგორც მოსალდნელია იქნება LTE-ქსელების მხარდაჭერით.
გამოყენებულია Slashgear-ის მასალები.
