გამორიცხული არ არის რომ, კომპანია Google-მა სულ მალე გახსნას საკუთრი მონაცემების ქსელური საცავი, რომლის შესახებაც ჭორები უკვე 5 წელია ვრცელდება.
ახალი პროდუქტის სავარაუდო სახელწოდება იქნება Google Drive. მის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ Google -ის საცავი ვებ სერვერებზე, სადაც შეინახავენ სხვადასხვა ფაილებს: მუსიკალურ, ვიდეომატერიალებს, დოკუმენტებს და ა.შ.
მომხმარებელთათვის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდისა და სპეციალური კლიენტ-პროგრამების საშუალებით. საუბარია პერსონალური კომპიუტერების და მობილური მოწყობილობების მხარდაჭერაზე, ასევე სმარტფონებისა და პლანშეტების.

ლარი პეიჯი Google-ის ერთ ერთი დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი

აღსანიშნავია რომ, Google მომხმარებელს შესთავაზებს 5GB უფასო სივრცეს, ასევე იქნება ფასიანი პირადი ანგარიშები, რომელთა მოცულობაც გაცილებით დიდი იქნება.

Google Drive, სავარაუდოდ ინტეგრირებული იქნება Google Apps-თან.
სიახლის შესახებ ინტერნეტ კორპორაცია Google-მა შესაძლოა აპრილში გამოაცხადოს.

წყარო: PCWorld

2 Responses

  1. მადლობა სიახლისთვის. ველოდები ამის გამოჩენას !

  2. და ახლაც ხომ შეგიძლია 20,000 სიმღერის და 1 გიგაბაიტი დოკუმენტების ატვრითვა, განსხვავება რა იქნება?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.