კორპორაცია Toshiba მეორე კვარტლის დასრულებამდე დაიწყებს პლანშეტების Excite 7.7-ის, Excite 10-ის და Excite 13-ის გაყიდვებს. რომლებსაც გააჩნათ 7,7, 10,1 და 13,3 დიუმიანი სენსორული დისპლეი შესაბამისად.
პროგრამულ-აპარატული ბაზა
ყველა კომპიუტერი შესრულებულია nVidia Tegra-ს მესამე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, ასევე დამხმარე დაბალვოლტიან ბირთვს და გრაფიკულ კონტროლერს GeForce-ს. ოპ. სისტემა — Android 4.0 Ice Cream Sandwich.
მოწყობილობებს აქვთ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, სტერეფონური დინამიკები, მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა, წინა კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით და MicroUSB პორტი. ეკრანი დაცულია Gorilla Glass-ის დამცავი მინით.
Excite 13
სიახლე გამოირჩევა დიდი თაჩსქრინით ბაზარზე ხელმისაწვდომი პლანშეტური კომპიუტერებისგან, რომელსაც გააჩნია 1600×900 წერტილი გარჩევადობა. ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ მისი წონის გამო გაჯეტის გამოყენებისას შეიქმნება დისკომფორტი, რაც დააფრთხობს მყიდველებს. ბაზრის მონაწილეების აზრით კი, ეს პროდუქტი გათვლილი იქნება გარკვეული ტიპის მომხარებლებზე.
პლანშტის განკარგულებაშია MicroHDMI პორტი და SD-სლოტი; ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 13 საათამდე. სისქე შეადგენს 10 მმ-ს; ხოლო წონა — დაახლოებით 1 კგ. სიახლე გაყიდვაში გამოვა ივნისში, 32 და 64 გბ-ანი ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერებით, ხოლო მისი ღირებულება იქნება $650 და $750 შესაბამისად.
Excite 10
მინი-კომპიუტერს აქვს 10,1-დიუმიანი ეკრანი (1280×800 პიქსელი) და გააჩნია 10-წერტილიანი «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა. მოწყობილობის მახასიათბლები ასე გამოიყურება: MicorHDMI პორტი, SD-სლოტი, კორპუსი სისქით 9 მმ და 10 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის საშუალება. ამ მოდელის შეძენა შესაძლებელი იქნება მაისიდან 450, 530 და 650 დოლარად 16, 32 და 64 გბ-ანი მეხსიერებით.
Excite 7.7
ხაზის უკანასკნელი წარმომდგენელი აღჭურვილია MicroSD სლოტით და AMOLED-პანელით, რომლის გაჩევადობაც არ კონტრეტდება. კორპუსის სისქე — სულ რაღაც 7,5 მმ; ხოლო მოწყობილობის წონა შეადგენს 380 გ-ს. ივნისში გაყიდვაში გამოვა მოდიფიკაციეები 16 და 32 გბ-ანი მეხსიერებით 500 და 580 დოლარად.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ClbADk2DQUc[/youtube]
წყარო: MarketWatch