დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ.
მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გველის როგორც ერთმომხმარებლიანი კამპანია, ასევე რამოდენიმე ქსელური რეჟიმი.
Lost Planet 3 წარმოადგენს თამაშის პირველი ნაწილის პრეისტორიას; ჩვენ კვლავ გველის პლანეტა E.D.N.III-ის ყინულოვანი უდაბნოები. კომპანია Nevec-მა ეს-ეს არის დაიწყო პირველი ნაკადის დასახლება, როდესაც მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: პლანეტაზე აღმოჩნდნენ მტრულად განწყობილი გიგანტური მწერისებრი არსებები. კომპანია Nevec ჯერ კიდევ არ გამხდარა სასტიკი მმართველი, ამიტომაც იგი დაეხმარება ჩვენს გმირს,მეშახტეს სახელად Jim, რომელიც ჩართული იქნება აგრესიულ უცხოპლანეტელების წინაამღდეგ ბრძოლაში.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=3cVi1amgXSA[/youtube]
წყარო: VG247